უკვე რამდენიმე წელია წყალს კიტრთან ერთად მივირთმევ და ეს საუკეთესო პრაქტიკაა ჩემს ცხოვრებაში

5048

შემოგთავაზებთ სამკურნალო სასმლის რეცეპტს, რომლის საშუალებით მარტივად და სწრაფად დაიკლებთ წონაში. გარდა ამისა, ამ სასწაულებრივ სასმელს მრავალი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.

ბიუჯეტური და მოსამზადებლად უმარტივესი სასმლისთვის დაგჭირდებათ 1 ცალი კიტრი (საშუალო ზომის) და 2 ლ წყალი. კიტრი გარეცხეთ, არ გათალოთ, დაჭერით და ნაჭრები ჩაყარეთ წყალში. კიტრიანი წყალი 1-2 საათით შედეთ მაცივარში, გააგრილეთ და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.

კიტრი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, ამცირებს სტრესს. კიტრი არის ბუნებრივი შარდმდენი.

კიტრი მდიდარია K ვიტამინით. K ვიტამინი ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას, არის საუკეთესო დამცველი ხანდაზმული დემენციისა და კოგნიტური დაქვეითების წინააღმდეგ, რაც ასაკთან ერთად მოდის. K ვიტამინი საჭიროა ძვლის სიმტკიცისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძვლების გაძლიერება ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას.

კიტრი სასარგებლოა კანის მოსავლელად. ბოსტნეული ატენიანებს კანს, აქვს მატონიზირებელი და დამამშვიდებელი ეფექტი.

კიტრის ბაზაზე მომზადებული გამაგრილებელი სასმელი  ორგანიზმს აჯერებს ნუტრიენტებით. კიტრიანი წყალი ძალზე სასარგებლოა არტერიული წნევის შესამცირებლად. გარდა ამისა, ამ სასმელს შეუძლია მრავალი დაავადების პრევენცია და მკურნალობა, მათ შორის დიაბეტის, თვალის დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების.

კიტრიანი წყალი საუკეთესო დეტოქს სასმელია, რომელიც წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.

ასე რომ, აუციელბლად მოამზადეთ გამაგრილებელი სასმელი და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!