8 წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ, თუ ვარიკოზის მკურნალობა გსურთ

19167

ჯანსაღი ჩვევები – მთავარი იარაღი ვენების ვარიკოზული გაგანიერების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. გაითვალისწინეთ, რომ ეს ჩვევები უნდა იყოს არა მხოლოდ დროებითი, არამედ სამუდამო. როგორც კი მავნე ჩვევებს მიუბრუნდებით, მდგომარეობა მაშინვე გამწვავდება.

პირველი, რაც უნდა მოიმოქედოთ, რათა დაამარცხოთ ვენების ვარიკოზი, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაა. დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ, თუ როგორ გავართვათ თავი ამ დავალებას და საგრძნობლად შევიმსუბუქოთ მდგომარეობა ვარიკოზის დროს.

8 აუცილებელი წესი, რომელიც ვარიკოზის მკურნალობაში დაგეხმარებათ

1. არ გაჩერდეთ ერთ პოზაში დიდი ხნით

ხანგრძლივი დროით ერთ პოზაში გაჩერება დამღუპველია ვენების ვარიკოზის დროს. თუ კომპიტერთან მუშაობა გიწევთ, მინიმუმ საათში ერთხელ გამონახეთ 5-10 წუთი გასამოძრავებლად. ფეხების გადაჯვარედინება დიდი ხნით – დამღუპველი ჩვევა, რომელიც ვარიკოზს საგრძნობლად ამწვავებს, რადგან ამ დროს კიდურებში სისხლის შეფერხებულად მოძრაობს.

2. არ ჩაიცვათ მჭიდრო ტანსაცმელი

ვენების ვარიკოზის დროს მაქსიმალურად მოერიდეთ არაკომფორტული და მჭიდრო ტანსაცმლის ტარებას, რათა თავიდან აირიდოთ სისხლის მიმოქცევის შეფერხება და მდგომარეობის გამწვავება.

3. წამოწიეთ ფეხები მაღლა

ეს მსუბუქი ვარჯიში ძალიან დაგეხმარებათ ვარიკოზის დროს. წამოწექით ზურგზე კედელთან ახლოს და ფეხები წამოწიეთ მაღლა. ასე შეძლებთ კიდურების მოდუნებას და მათ დასვენებას. დაუთმეთ 10-15 წუთი ამ მარტივ სავარჯიშოს ყოველ საღამოს, რათა საგრძნობლა შეიმსუბუქოთ მდგომარეობა.

4. დაკავდით ფიზიკური აქტივობებით

ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ძალიან კარგია სისხლის მიმოქცევის პროცესის სტიმულირებისთვის. სწორედ ამიტომ, თუ ვარიკოზის მკრუნალობა გსურთ, დაკავდით სპორტით. ცურვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ველოსპორტი, ცეკვა – ის, რაც ძალიან გჭირდებათ!

5. იკეთეთ მასაჟი

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ვარიკოზის სამკურნალოდ რეგულარულად მასაჟის კეთებაა, რადგან ასე შეძლებთ სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ქვედა კიდურებში და კუნთების მოდუნებას. მასაჟისთვის შეგიძლიათ შემთბარი ზეითუნის ზეთის გამოყენება (წრილუი მოძრაობებით შეიზილეთ ის კანში).

6. მიიღეთ ცივი შხაპი რეგულარულად

მართალია, ცხელი წყალი გვეხმარება მოდუნებაში, თუმცა როდესაც საქმე ვარიკოზს ეხება, გაცილებით სასარგებლო გრილი შხაპის მიღებაა.

7. მიაქციეთ ყურადღება კვებას

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებითა და საკვები უჯრედისით მდიდარი პროდუქტები – ის, რაც ძალიან გჭირდებათ, თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერებისგან იტანჯებით.

8. მოერიდეთ ალკოჰოლსა და თამბაქოს

ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება მავნებელია მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის. ამ მავნე ჩვევებს შეუძლია მდგომარეობის საგრძნობლად გამწვავება ვენების ვარიკოზის დროს. მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლსა და თამბაქოს, რათა თავიდან აირიდოთ სისხლის მიმოქცევის შეფერხება და არტერიების დაბინძურება.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა მინიმალურ ვადაში შეიმსუბუქოთ მდგომარეობა. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც, რომლებიც ამ პრობლემისგან იტანებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!