დიეტობთ, მაგრამ წონას ვერ იკლებთ? კილოგრამების მოშორების პროცესის სტიმულირებაში მარტივი რეცეპტი დაგეხმარებათ

2631

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ნარევის რეცეპტს. ვიტამინებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით, მცენარეული ბოჭკოებით, ცილებით, ცხიმებითა და სხვა ნუტრიენტებით მდიდარი პროდუქტების კომბინაციას მრავალი სარგებელი მოაქვს თქვენი ჯანმრთელობისთვის. მისი წყალობით შეძლებთ ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით გაჯერებას. ნარევი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ასწრაფებს მეტაბოლიზმს, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, აქვეითებს მადას, შეძლებთ წონის დაკლებას, იმუნიტეტის გაძლიერებას და სხვაა.

ნარევის შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მაგალითად, სელის თესლი ძლიერი პროფილაქტიკური საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის, ამცირებს თრომბებისა და ინფარქტის განვითარების რისკს, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში არეგულირებს მაღალ წნევას და სხვა.

სასარგებლო საუზმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი (ან უცხიმო მაწონი) 300 გრ
  • შვრია 2 ს. კ.
  • სელის თესლი დაფქული 1 ჩ. კ.
  • კაკაოს ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • შავი ქლიავის ჩირი 5-7 ცალი

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. საუზმეს ამზადებთ წინა საღამოს.
  2. პირველ რიგში, შავი ქლიავის ჩირი ჩაყარეთ ფინჯანში, დაასხით მდუღარე, დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ 5-10 წუთი.
  3. შვრიის ფანტელს დაამატეთ სელის დაფქული თესლი და კაკაო. დაასხით კეფირი და კარგად აურიეთ.
  4. შავი ქლიავის ჩირი გადმოიტანეთ საწურზე. შემდეგ დაჭერით წვრილად ან დააბლენდერეთ და შეურიეთ კეფირიან მასას. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში. დილით გემრიელად მიირთვით.
  5. უსაფრთხო და უვნებელი ნარევი შეგიძლიათ მიირთვათ რეგულარულად. შიგადაშიგ შეისვენეთ ხოლმე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!