საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, ძალიან ეფექტურია ნებისმიერი სახის ტკივილის დასამარცხებლად. დაწყებული სახსრებიდან, დამთავრებული თავის ქრონიკული ტკივილით, ის დაგეხმარებათ ნებისმიერ შემთხვევაში.
მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ს.კ. მსხვილკრისტალებიანი მარილი
- 1 ლიტრი წყალი
- 100 მლ ნიშადურის სპირტი (10%-იანი)
- 10 გრმი ქაფურის სპირტი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, დაასხით მარილს წყალი და ურიეთ კრისტალების სრულ გახსნამდე.
- ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ნიშადურისა და ქაფურის სპირტი.
- გააერთიანეთ ორივე ჭურჭლის შიგთასი პატარა ზომის მინის ქილაში და კარგად შეანჯღრიეთ.
- თუ ნარევში თეთრი ფანტელების გაჩენა შენიშნეთ, ქილის შიგთავსი კიდევ რამდენჯერმე შეანჯღრიეთ.
გამოყენების წესი:
თუ სახსრების ტკივილი გაწუხებთ, მომზადებულ ხსნარში კარგად დასველებული რბილი ქსოვილი დაიფინეთ პრობლემურ მონაკვეთზე, ზემოდან შემოიხვიეთ პარკი და შეიფუთეთ თბილად შალის ქსოვილით. გამოიცვალეთ კომპრესი დღეში 2-ჯერ.
თუ თავის ტკივილი გაწუხებთ, ოდნავ შეათბეთ ნარევი, კარგად დაიმუშავეთ მისი გამოყენებით საფეთქებლი და შუბლი, ზემოდან კი შალი შემოიხვიეთ. დაიტოვეთ თავი შეხვეულ მდგომარეობაში მთელი ღამით.
ამ საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა, რაც დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მგებორებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!