უკვე პრიველი პროცედურის შემდეგ კანი იჭიმება, გაცილებით გლუვი და მიმზიდველი ხდება

4516

სახამებლის ნიღბის ეს რეცეპტი ჩემზე ასაკით 2-ჯერ უფროსმა ქალბატონმა გამიზიარა, რომელიც ჩემთვის ნამდვილ მისაბაძ მაგალით წარმოადგენს. დღეს, 57 წლის ასაკშიც კი ის შეუდარებლად გამოიყურება, რაც არა ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქტების ან პროცედურების, არამედ მხოლოდ ნატურალური საშუალებების დამსახურებაა.

მისი საიდუმლო სწორედ სახამებლის ნიღაბშია, რომელიც მინიმალურ დროში აგლუვებს და ჭიმავს კანს, გვაშორებს მკვდარ უჯრედებს, ათანაბრებს კანის ტონს და ებრძვის პიგმენტაციას. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ უკვე პირველი პროცედურის შემდეგ კანი ძალიან გლუვი და მიმზიდველი ხდება. ცადეთ და ამაში თავად დარწმუნდებით!

სახამებლის ნიღაბი №1

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • მცირეოდენი თბილი რძე

მომზადება და გამოყენება: 

  1. ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში.
  2. თქვენ მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც უნდა წაისვათ კარგად გაწმენდილ სახეზე.
  3. დაიტოვეთ ნიღაბი სამოქმედოდ 30 წუთით.
  4. ბამბის დისკების გამოყენებით ფრთხილად მოიშორეთ ის და შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით.

სახამებლის ეს ნიღავი არაჩვეულებრივად ჭიმავს კანს, ატონიზირებს მას და ააქტიურებს კანის საფარში მიმდინარე შინაგან პროცესებს. რეცეპტში შემავალი სხვა ინგრედიენტები უბრალოდ აძლიერებს სახამებლის მოქმედებას და გვაძლევს არაჩვეულებრივ შედეგს.

სახამებლის ნიღაბი №2

ინგრედიენტები: 

  • 1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
  • მცირეოდენი მდუღარე წყალი
  • 1 კვერცხის ცილა
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონის წვენი

ინსტრუქცია:

  1. კარტოფილის სახამებელში ჩაამატეთ იმ რაოდენობით მდუღარე წყალი, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენცია.
  2. მიღებულ მასაში ჩაამატეთ 1 კვერცხის ცილა და ლიმონის მცირეოდენი წვენი, კარგად გადაურიეთ.
  3. წაისვით ეს საშუალება სახის კანზე საშუალო სისქის ფენად და დაიტოვეთ სამოქმედოდ 40 წუთით.
  4. ბამბის დისკების გამოყენებით მოიშორეთ ნიღაბი და შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით.

თუ გსურთ თქვენს რეალურ ასაკთან შედარებით გაცილებით მიმზიდველად და ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ, აუცილებლად ცადეთ ეს ნიღბები. რაც უფრო ხშირად გაიკეთებთ მათ, მით უფრო მალე მიიღებთ სასურველ შედეგს.

როგორც უკვე გითხარით, სახამებლის ნიღბის ეფექტი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ძალიან კმაყოფილი ვარ. დარწმუნებული ვარ, შედეგი თქვენს მოლოდინს აუცილებლად გადააჭარბებს!