რატომ უნდა შეიყვაროთ ხახვი. ეს იაფი ბოსტნეული საკმაოდ ძლიერი მკურნალია

2152

ხახვი – ბოსტნეული, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ ხალხურ მედიცინაშიც კი, რაც მისი სასარგებლო თვისებებისა და სამკურნალო პოტენციალის დამსახურებაა. გარდა საოცარი გემოვნური თვისებებისა, მოცემული ბოსტნეული ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რის შესახებაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ.

სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ხახვი ძლიერი ანტიბიოტიკური და ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა. მასში რეკორდულად მაღალია კერეტეცინის შემცველება – ანტიოქსიდანტი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ხახვის ტოპ-5 უპირატესობა ჩვენი ჯანმრთელობისთვის

  1. წმენდს გულ-მკერდის არეს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ხახვის წვენი და ქოქოსის ზეთი. მზა მასა კარგად შეიზილეთ მკერდის არეში და ზემოდან შემოიხვიეთ შალის თბილი ქსოვილი.
  2. კოლიკი ბავშვებში. ერთ ჩაის ჭიქა წყალში ჩაყარეთ პატარა კუბიკებად დაჭრილი ყვითელი ხახვი და მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე. როდესაც მასა გაგრილდება, გადაწურეთ ის. ყოველ საათში ერთხელ მიაღებინეთ ხახვის მზა ნახარში შვილებს ერთი ჩაის კოვზის ოდენობით.
  3. ამარცხებს ყურის ტკივილსა და ინფექციას. დაჭერით ხახვი პატარა ზომის კუბიკებად და მოათავსეთ ის რაც შეიძლება თხელ წინდაში. დაიფინეთ ყურზე და დაიფიქსირეთ დოლბანდის გამოყენებით. დაიტოვეთ სამოქმედოდ იქამდე, სანამ ყურის ტკივილი ბოლომდე არ გაქრება.
  4. ხახვი არის არაჩვეულებრივი ანტისეპტიკი ჭრილობებისთვის. თუ ჭრილობების დასამუშავებლად და მათი დეზინფიცირებისთვის სპეციალური საშუალება არ გაქვთ, კარგად დაიმუშავეთ კანის დაზიანებული მონაკვეთი შუაზე გაჭრილი ხახვით. ასე საიმედოდ დაიცავთ თავს ინფექციის შეჭრისგან.
  5. სწრაფად ამარცხებს ღებინების შეგრძნებას. აიღეთ ერთი საშუალო ზომის თავი ხახვი და კარგად გამოწურეთ წვენი მისგან რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყნებით. პარალელურად მოამზადეთ პიტნის ჩაი. მიირთვით 2 ჩაის კოვზი ხახვის წვენი და 5 წუთში დააყოლეთ 2 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი. თუ ღებინების შეგრძნება არ გადაივლის, გაიმეორეთ იგივე პროცედურა 5 წუთიანი შუალედებით.

ხახვი – საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც გვეხმარება ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის გადაჭრაში. მოცემული ბოსტნეული საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხურ მედიცინაში, რაც მისი მდიდარი სასარგებლო შემადგენლობითაა განპირობებული.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!