7 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ლუდი ყოველდღიურად. № 3 შთამბეჭდავია!

0
982

რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, მეცნიერების მტკიცებით, ლუდი სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. “Martivad.com”-ის რედაქცია გთავაზობთ ამ სასმელის 7 გასაოცარ თვისებას, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ.

რა სარგებელი მოაქვს ლუდს

1. ამაღლებს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს

მეცნიერების მტკიცებით, ლუდი შეიცავს სილიკონს, რომელიც აკავშირებს კუნთოვან და ძვლოვან ქსოვილებს. შავი ლუდი, რომელშიც განსაკუთრებით მაღალია სილიკონის შემცველობა, ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს და თავიდან გვარიდებს ოსტეოპორიზს.

2. ამცირებს ქოლესტერინის დონეს

რეგულარულად ლუდის მირთმევით ორგანიზმში საგრძნობლად იზრდება მაღალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინების რიცხვი, რომლებსაც ”კარგი ქოლესტერინის” სახელწოდებით ვიცნობთ. ლიპოპროტეინების მაღალი კონცენტრაცია რამდენჯერმე ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

3. თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს

კვლევების შედეგად დადგინა კავშირი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებსა და ლუდის მიღებას შორის: ამ დაავადების განვითარების რისკი 30%-ით მცირდება, როდესაც რეგულარულად ლუდს მივირთმევთ.

4. ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს

მეცნიერების მტკიცებით, ადამიანებში, რომლებიც დღის განმავლობაში 0,3 ლიტრ ლუდს მიირთმევენ, მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი 30%-ით უფრო დაბალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც ამ ალკოჰოლური სასმელის მიმართ სიყვარულით არ გამოირჩევიან.

5. თავიდან გვარიდებს თირკმელებში კენჭების წარმოქმნას

ყოველდღიურად 1 ბოთლი ლუდის მირთმევით თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკი 40%-ით მცირდება.

6. ლუდი გვეხმარება სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში

გერმანელი მეცნიერების მტკიცებით, სვია გამოირჩევა ქსანტოგუმოლის მაღალი შემცველობით. ეს ნივთიერება თავიდან გვარიდებს ქიმიური კანცეროგენების აქტივაციას ორგანიზმში, რის შედეგადაც სისმსივნის განვითარების რისკი რამდენჯერმე მცირდება.

7. გვიცავს გონებასისუსტისგან

ქსანტოგუმოლი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც თავიდან გვარიდებს გონებასისუსტის განვითარებას. ამ გზით, გონივრული რაოდენობით ლუდის მიღება ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ტვინისთვის.

რეგულარულად ლუდის მიღება მცირე დოზით ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რა სარგებელი მოაქვს ამ უგემრიელეს ალკოჰოლურ სასმელს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here