ცაცხვის არომატული ლიმონადი ზედმეტ ცხიმებს გაადნობს, დაგიმშვიდებთ ნერვებს და დაგირეგულირებთ წნევას

1031

გსმენიათ ცაცხვის სასარგებლო თვისებების შესახებ? ალბათ, არაერთხელ დაგიგემოვნებიათ ცაცხვის ჩაი, რომელიც სასიამოვნო არომატით გამოირჩევა.

ცაცხვი მართლაც ძალიან სასარგებლო მცენარეა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა არომატული, დამამშვიდებელი და მომადუნებელი ჩაისა, ცაცხვისგან თქვენ უგემრიელესი ლიმონადის მომზადებაც შეგიძლიათ, რომლის თვისებებზეც დღეს ვისაუბრებთ.

ცაცხვის ლიმონადის თვისებებო

ცაცხვის ყვავილები შეიცავს ბევრ სასარგებლო და ღირებულ ნივთიერებას: ეთერზეთები, ფლავანოიდები, დუბილური ნივთიერებები, C ვიტამინი, ამონიმჟავები, ანტიოქსიდანტები და ა.შ. სწორედ ამ შემადგენლობის ხარჯზეა ცაცხვის ლიმონადი ძალიან სასარგებლო სასმელი.

1. არომატულ ყვავილებში შემავალი ფლავანოიდები ჩვენს სისხლძარღვებს უბრუნებს მოქნილობას და იცავს მათ ათეროსკლეროზისგან.

2. დუბილური ნივთიერებები გვეხმარება ანთებითი პროცესების გამკლავებაში.

3. გლიკოზიდები, რომელთაც ცაცხვის ყვავილელბი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს, საიმედოდ გვიცავს გაციებითი და ვირუსული დაავადებებისგან.

4. ცაცხვის ყვავილები გვეხმარება ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნაში, რაც საგრძნობლად გვიმსუბუქებს მდგომარეობას თირკმელების დაავადებების დროს და ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში.

5. ცაცხვის ყვავილები განაპირობებს სისხლის გათხევადებას, არის ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი და ამცირებს ქოლეტერინის დონეს სისხლში. თუ მისგან მომზადებულ ნაყენს ან ლიმონადს რეგულარულად მიიღებთ, შეძლებთ ნაღვლისა და კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერებას.

6. ცაცხვის ტკბილი სურნელი და არომატი გვამშვიდებს, გვიხსნის სტრესს და აქვეითებს მადას.

7. ცაცხვი სწორედ ერთ-ერთი ის იშვიათი მცენარეა, რომელიც შეიცავს ფიტოჰორმონებს.

45 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ენდოკრინოლოგები მინიმუმ წელიწადში 1-ხელ ცაცხვის ნაყენის კურსის ჩატარებას ურჩევენ. ასე ნელდება დაბერების პროცესი, ახალგაზრდავდება ჩვენი ორგანიზმი და თავიდან ვირიდებთ მენოპაუზისთვის დამახასიათებელ ნაკლებად სასიამოვნო სიმპტომებს.

ცაცხვის არომატული ლიმონადი

ეს ძალიან გემრიელი და არომატულ სასმელი არაჩვეულებრივად გაგაგრილებთ ზაფხულის ცხელ დღეს, აღგიდგენთ ვიტამინების მარაგს ორგანიზმში, დაგამშვიდებთ, მოგიხსნით თავის ტკივილებს და ხელს შეგიწყობთ წონის დაკლებაში.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ პოლონეთში ცაცხვის ლიმონადის შეძენა ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი და ის საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

ახლა კი გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ეს არომატული და სასარგებლო სასმელი თავად.

ინგრედიენტები:

  • 2 მუჭა ცაცხვის ყვავილები
  • 1 ლიმონი
  • 2-3 ს.კ. თაფლი
  • 3 ლიტრი წყალი
  • პიტნის ფოთლები (სურვილისამებრ)

მომზადება: 

1. შეაგროვეთ ცაცხვის ის ყვავილები, რომლებიც მტვრიანი გზებისგან მოშორებით იზრდება. ოდნავ გამოაშრეთ ისინი ბნელ ადგილას დაყოვნებით. მზეზე გამოსაშრობად მათი დატოვება არ ღირს, რადგან ასე მცენარეში ღირებული ეთერზეთები იკარგება.

2. 3 ლიტრიან მინის ქილაში ჩაყარეთ 2 მუჭა ყვავილები და დაასხით მოცემული რაოდენობით თაფლი.

3. დაჭერით ლიმონი რგოლებად თავის კანთან ერთად და ჩაყარეთ ქილაში.

4. დაასხით ცივი წყალი. სურვილისამებრ, ჩაამატეთ ახალი პიტნის რამდენიმე ფოთოლი.

5. ქილის შიგთავსს კარგად გადაურიეთ და დააყოვნეთ სასმელი 6-8 საათით მზიან ადგილას.

6. გადაწურეთ ის და მზა ლიმონადი ჩაასხით ახალ ჭურჭელში.

7. გემრიელად მიირთვით!

არ გამოტოვოთ შანსი და აუცილებლად შეაგროვეთ ცაცხვის ყვავილები, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ. ის ძალიან სასარგებლოა მთელი თქვენი ოჯახისთვის!

უკუჩვენებები ამ სასმელს თითქმის არ გააჩნა, თუმცა შარდმდენი თვისებების გამო მისი მიღება ეკრძალებათ მომავალ დედებს და იმ პაციენტებს, რომელთაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.

მოგეწონათ სტატია? მაშინ არ დაგავწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის!