ნამდვილი ექიმ-აიბოლიტი ფანჯრის რაფაზე. უბრალო კალანჰოე ყოველთვის დაგეხმარებათ

8449

კალანჰოე, ასევე, ცნობილია, როგორც შინაური ექიმი, სიცოცხლის ხე, შინაური ჟენშენი და ა.შ. ამ სახელებს იგი სავსებით ამართლებს, რადგან მას უძლიერესი სამკურნალო თვისებები გააჩნია. დღეს სწორედ მის ამ თვისებებს გაგაცნობთ.

კალანჰოეზე დამზადებული წამლები გვეხმარება:

  1. იმუნიტეტის გაძლიერებაში;
  2. ანთებითი პროცესების ჩაცხრობაში;
  3. ჭრილობების შეხორცების პროცესის დაჩქარებაში;
  4. სისხლდენის შეჩერებაში;
  5. მოყინვის, დამწვრობის, ნაწიბურებისა და კანის დაავადებების მკურნალობაში;
  6. ჰაიმორიტის, ლარინგიტის, ბრონქიტის, რინიტის, ანგინისა და ეპილეფსიის განკურნებაშიც კი.

კალანჰოეს სამკურნალო თვისებები არაოფიციალური მედიცინის რეცეპტებში მოიცავს:

  • სისხლდენის შეჩერება და ტკივილის შემსუბუქება კალანჰოეს ფოთლებით;
    აიღეთ მცენარის ახალი ფოთლები, გარეცხეთ, დაჭერით წვრილად და დაკეპეთ ხორცის საკეპში. მიღებული მასა დაწურეთ, სქელი ნარჩენები მოათავსეთ მარლაზე და დაიდეთ მტკივან ადგილას. ეს ფაფა შეაჩერებს სისხლდენას და შეამსუბუქებს ტკივილს.
  • ნაწიბურებისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა;
    დააქუცმაცეთ კალანჰოეს ფოთლები და დაასხით გადადუღებული წყალი. მოათავსეთ ჭურჭელი ქურაზე და აადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. მიირთვით 100მლ სამკურნალო სასმელი დღეში სამჯერ. იგივე ნაყენი რეკომენდებულია ტუბერკულოზის, კნტ-ს ანთებითი და ქალური დაავადებების დროს. გარდა ამისა, ნაყენით მუშავდება დაჩირქებული ჭრილობებიც.
  • ღრძილების ანთების ჩაცხრობა, ყელის დაავადების მკურნალობა, კბილის ტკივილის გაყუჩება;
    აიღეთ მცენარის ფოთლები, გარეცხეთ, დაჭერით წვრილად და დაწურეთ წვენი. შეურიეთ ეს წვენი 200 მლ წყალს და შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე. მიირთვით 50 მლ წამალი დღეში ოთხჯერ.
  • რინიტისა და ჰაიმორიტის მკურნალობა;
    დაწურეთ ფოთლებისგან წვენი და ჩაიწვეთეთ ორ-ორი წვეთი საშუალება ორივე ნესტოში, დღეში რამდენჯერმე.
  • ეკზემა, გამონაყარი და დერმატიტი;
    წვენით მკურნალობა – რეკომენდებულია დღეში რამდენჯერმე მცენარის წვენით კანის დაზიანებული მონაკვეთის დამუშავება.
  • ჰემატომების, სილურჯეების, სახსრების ტკივილის მოცილება;
    შეურიეთ 40გ მცენარის წვენი 50გ ღორის დამდნარ ქონს, კარგად მოურიეთ და შეიზილეთ ეს მაზი დაზიანებულ ადგილებზე. შეინახეთ მასა მხოლოდ მაცივარში.
  • მეჭეჭებთან ბრძოლა;
    დააქუცმაცეთ კალანჰოეს ერთი ფოთოლი და დაიდეთ მასა მეჭეჭზე, დაახურეთ ცელოფანი, კომპრესის ქაღალდი, ბამბის ქსოვილი და დაიმაგრეთ ბინტით. პროცედურს ხანგრძლივობაა ორი საატი.
  • კალანჰოე აუმჯობესებს ტვინისა და ფიზიკურ აქტივობას. გარეცხეთ მცენარით ფოთლები, კარგად დაღეჭეთ და გადაყლაპეთ. 20 წუთში ძალების მოზღვავებას იგრძნობთ.
  • ბლეფარიტი, კონიუქტივიტი: წვრილად დაჭრილ ფოთლებს დაასხით რამდენიმე კოვზი წყალი. აადუღეთ, გააგრილეთ და გაფილტრეთ. გამოივლეთ ამ ნახარშით თვალები დღეში სამჯერ. იგივე ნახარში რეკომენდებულია ანგინის, ტონზილიტისა და სტომატიტის დროს. უბრალოდ გამოივლეთ პირის ღრუ დღეში ოთხჯერ.

უკუჩვენებები

მცენარის გამოყენება არაა რეკომენდებული ინდივიდუალური აუტანლობის, ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს. ასევე, არ მისცეთ პრეპარატი პატარა ბავშვებს. არ ღირს რეკომენდებული დოზის გადჭარბება და კალანჰოეს ჭარბად გამოყენება. გულძმარვა, დიარეა, გამონაყარი, კანის წვა გადაჭარბების ან ალერგიის ნიშანია. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.