ლიმონი სამკურნალო მცენარეა. ლიმონის წვენი მდიდარია კალიუმით, ლიმონის მჟავით, გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით, ეთერზეთებით, A, C, D და B-ვიტამინებით. ლიმონის წვენი მდიდარია ციტრინით, ნივთიერებით, რომელიც ასკორბინის მჟავასთან ერთად ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, წმენდს სისხლძარღვებს, მატებს ელასტიურობას და მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.
სასარგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული ლიმონის ქერქიც. ქერქი ბევრად უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე რბილობი. ცედრა გაჯერებულია ციტრინით, P ვიტამინით.
ნუტრიენტებით მდიდარ ლიმონს აქვს ანტიტოქსიკური, ტკივლიგამაყუჩებელი, შარდმდენი, ნაღვლმდენი, ანთებისა და სოკოს საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი ეფექტი. ლიმონი აძლიერებს იმუნიტეტს, სასარგებლოა ღვიძლის, შაქრიანი დიაბეტის, სასუნთქი გზების ვირუსული პათელოგიების, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზისა და სხვადასხვა სახის ინტოქსიკაციის სამკურნალოდ.
შემოგთავაზებთ ლიმონის ბაზაზე მომზადებულ სამკუნალო საშუალებათა რეცეპტებს, რომლებიც წმენდს სისხლძარღვებს, მატებს ელასტიურობას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
რეცეპტი N1
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- მზესუმზირის ზეთი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მიიღეთ უზმოზე, საუზმის წინ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 10 დღე. შეისვენეთ 3-4 კვირა და კვლავ გაიმეორეთ.
რეცეპტი N2
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- თაფლი 1 ჩ. კ.
- ნახევარი ლიმონის წვენი
- ადუღებული წყალი 200 მლ
გემრიელი და სამკურნალო ჩაი დალიეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 10 დღე. შეისვენეთ და საჭიროების მიხედვით კვლავ გაიმეორეთ.
რეცეპტი N3
საჭირო ინგრედიენტები:
- ლიმონი 2 ცალი
- თაფლი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ლიმონი კარგად გარეცხეთ, დაჭერით და გაატარეთ. გატარებულ ლიმონს შეურიეთ თაფლი. გადაიტანეთ მინის ქილაში და გააჩერეთ მთელი ღამე. მიიღეთ თითო-თითო ჩ. კ. დღეში 2-3-ჯერ ჭამის წინ ან მიიღეთ ჩაისთან ერთად. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!