დედაჩემი 58 წლისაა, თუმცა ის 40 წლის ქალბატონივით გამოიყურება. მისი ახალგაზრდობის საიდუმლოს ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი რეცეპტი წარმოადგენს, რომელსაც ის უკვე მრავალი წელია იყენებს სახის კანის მოსავლელად. თითოეული ინგრედიენტი უკვე მოიპოვება ნებისმიერი დიასახლისის სამზარეულოში. მარტივი პროცედურა, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, არ წაგართმევთ დიდ დროს, ხოლო ხანმოკლე დროში მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ლიმონი;
- 5 ს.კ შვრიის ფანტელები.
დაჭერით ლიმონი და ჩაწურეთ მისი წვენი სუფთა ჭურჭელში. ჩაყარეთ მოცემული რაოდენობით შვრიის ფანტელები და კარგად გადაურიეთ. გამოიყენეთ ბლენდერი, რათა მიიღოთ პასტისებრი ერთგვაროვანი მასა. წაისვით ეს საშუალება სახის კანზე კოსმეტიკური ფუნჯის გამოყენებით.
გამოყენება:
კანის გასაახალგაზრდავებლად წაისვით ეს საშუალება საღამოს და გაიცერეთ 20 წუთით. მოიშორეთ ნიღაბი თბილი წყლით. არ დაგავიწყდეთ ამ საშუალების წასმა თვალებისა და ტუჩების გარშემო არსებულ კანზე. რეკომენდირებულია მოცემული ნიღბის გამოყენება კვირაში 2-ჯერ. თუ თქვენ მისი წასმა დღის საათებში გადაწყვიტეთ, მაქსიმალურად მოერიდეთ მზის სხივებს ან ისარგებლეთ მზისგან დამცავი ხარისხიანი კრემით.
გარდა მოცემული რეცეპტისა, მსურს, მოგითხროთ კიდევ ერთი საშუალების შესახებ, რომელიც მოგიხსნით კანის გაღიზიანებას და ხარისხიანად გამოკვებავს მას.
სახის ნიღაბი შვრიისგან, რძისგან და თაფლისგან
თქვენ დაგჭირდებათ:
- 5 ს.კ შვრიის ფანტელები;
- 1 ს.კ რძე;
- 1 ს.კ თაფლი;
- 1 ს.კ მდუღარე წყალი.
მომზადება:
დაასხით მოცემული რაოდენობით შვრიას რძე და ცხელი წყალი. მოითმინეთ იქამდე, სანამ ფანტელები კარგად დარბილდება. ამის შემდეგ ჩაამატეთ ნარევში 1 სუფრის კოვზი თაფლი და ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა.
გამოყენება:
კოსმეტიკური ფუნჯის გამოყენებით წაისვით ეს საშუალება მთელ სახეზე, გარდა თვალების გარშემო არსებული კანისა. გაიჩერეთ ის 10 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მოცემული საშუალება არაჩვეულებრივია კანის დასატენიანებლად, გამოსაკვებად და მისთვის ახალგაზრდული იერის დასაბრუნებლად.
გარდა გამაახალგაზრდავებელი ეფექტისა, მოცემული 2 რეცეპტი გაგიღიავებთ სახის კანს და მოგაშორებთ არასასურველ ლაქებს. ხანმოკლე დროში თქვენი კანის 20-25 წლის გოგონებს შეშურდებათ!