როგორ აღვიდგინოთ სახსრები და დავამარცხოთ გაუსაძლისი ტკივილი გოგრისა და თაფლის ნაზავით

1666

დღესდღეობით საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირია არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.

თუ თქვენ სახსრების ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ საჭირო ზომები დროულად, რათა პრობლემა კიდევ უფრო არ გამწვავდეს და გაცილებით რთული ფორმა არ შეიძინოს.

როგორც წესი, გაუსაძლისი ტკივილების დასამარცხებლად ჩვენ სხვადასხვა სააფთიაქო აბებსა და პრეპარატებს ვიღებთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათთვის მხოლოდ დროებითი ეფექტი და არაერთი გვერდითი მოვლენაა დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, პრობლემის გამომწვევ მიზეზს არა სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებით, არამედ ნატურალური, ძალიან სასარგებლო, ეფექტური და ჩვენი ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საშუალებებით ებრძოლოთ.

როგორ აღვიდგინოთ სახრები სახლის პირობებში

ინგრედიენტები: 

  • 3 სუფრის კოვზი ქიშმიში
  • 40 გრამი გოგრის თესლი
  • 2 სუფრის კოვზი ჟელატინი (ნატურალური, არომატიზატორების გარეშე)
  • 4 სუფრის კოვზი სეზამის თესლი
  • 200 გრამი ნატურალური თაფლი
  • 7 სუფრის კოვზი სელის თესლი

ინსტრუქცია: 

ყველა ინგრედიენტს ვათავსებთ ბლენდერში და ვურევთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა საშუალება მოათავსეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

1 თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთვით ეს მასა თითო სუფრის კოვზის ოდენობით საუზმობამდე და სადილობამდე რამდენიმე წუთით ადრე.

მისი მიღებიდან უკვე ერთ კვირაში სახსრების ტკივილი საგრძნობლად შეგიმსუბუქდებათ, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – პრობლემა წარსულში დარჩება.

გარდა ძვლებისა და სახსრების გაჯანსაღებისა, ეს საშუალება არაჩვეულებრივია თქვენი სისხლძარღვებისთვის. სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ის გაგიძლიერებთ გულის კუნთს, გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელების პროცესს, აგიმაღლებთ ენერგიის დონეს და ა.შ.

ვიმედოვნებ, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!