კოლაგენური ნიღბები არა მხოლოდ გააახლაგაზრდავებს თქვენს კანს და შეგიწყობთ ხელს ნაოჭების გაგლუვებაში, არამედ მიანიჭებს მას გაცილებით ჯანსაღ ფერსა და იერსახეს. ჟელატინის საშინაო ნიღბების რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო ხდება: ღრმა ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება, გამონაყარი ქრება, კანის ტონი თანაბრდება და ლაქები საგრძნობლად მცირდება.
გარდა ამისა, მოცემული ნიღბები, კანის ხარისხიანად გამოკვებისა და დატენიანების ხარჯზე, შეანელებს დაბერების პროცესს და შეგიწყობთ ხელს, რომ გამოიყურებოდეთ ლამაზად და მიმზიდველად ღრმა სიბერემდე.
ჟელატინისა და სხვადასხვა ვიტამინების კომბინაცია სახის კანისთვის
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. ჟელატინი
- 1 ცალი კვერცხის გული
- 5 ს.კ. რძე
- 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
- 10 წვეთი A ვიტამინი
- 10 წვეთი E ვიტამინი
მომზადება და გამოყენება:
ოთახის ტემპერატურის რძეში დაამატეთ ჟელატინი და დააყოვნეთ 30 წუთით, პერიოდულად გადაურიეთ. დაყოვნებულ მასაში ჩაამატეთ ყველა დარჩენილი ინგრედიენტი და შეათბეთ ის წყლის აბაზანაზე. ურიეთ მუდმივად, რათა ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე გაიხსნას და არ დარჩეს მკვრივი მასები.
მას შემდეგ, რაც ყველა კომპონენტი ბოლომდე გაიხსნება და მიიღებთ ერთგვაროვან მასას, გადმოდგით ის წყლის აბაზანიდან და კარგად წაისვით სუფთა სახის კანზე ნელი, წრიული მოძრაობებით (ჯერ კდიევ სანამ თბილია). 30 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით. 10 დღის განმავლობაში ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეგამოშვებით და პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იხილავთ!
ჟელატინი ბანანით
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. ჟელატინი
- 1 ს.კ. ბანანის პიურე
- 2 ს.კ. წყალი
მომზადება და გამოყენება:
- ჟელატინს დაასხით ცივი წყალი და დააყოვნეთ 20-30 წუთით, რათა მარცვლები კარგად გაფუვდეს.
- გაფუვებული მასა გაადნეთ წყლის აბაზანაზე, შემდეგ გადმოდგით და დაუმატეთ ბანანის პიურე. კარგად გადაურიეთ.
- წაისვით ეს მასა სახის კანზე იქამდე, სანამ ჯერ კიდევ თბილია. 20-25 წუთის შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი რძეში დასველებული ბამბის დისკით.
ჟელატინი და კარაქი
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. ჟელატინი
- მაღალხარისხიანი კარაქი
მომზადება და გამოყენება:
- 1 სუფრის კოვზ ჟლატინს დაუმატეთ მცირეოდენი ნატურალური, მაღალცხიმიანი კარაქი და კარგად გადაურიეთ.
- მიღებული მასა თანაბრად გაინაწილეთ სახის კანზე, დაიტოვეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
სტატიაში წარმოდგენილი ყველა საშუალება ძალიან ეფექტურია სახის კანის მოსავლელად. გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი ნიღაბი რეგულარულად, რათა ხანმოკლე დროში სარკეში საკუთარი ანარეკლით დატკბეთ. პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ!
თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!