ლიმონის ხე – მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარე, რომლის ოვალური ფოთლებიც შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ეთერზეთებს. ბუნებაში ის სიმაღლეში 3-დან 5 მეტრამდე იზრდება, ხოლო სახლის პირობებში – დაახ. 1-1,5 მეტრი. მას ძალიან უყვარს ტენი და ძლებს ჩრდილშიც კი. ლიმონის ხე ფოთლებს დაახლოებით 2-3 წელიწადში ერთხელ იცვლის.
ფენ-შუის მიხედვით, ლიმონის ხე არის მცენარე, რომელიც გვათავისუფლებს ილუზიისგან, მოჰყავს მწყობრში ჩვენი ემოციური ფონი, გვიუმჯობესებს განწყობას, გვათავისუფლებს მშფოთვარებისგან და ა.შ. უშუალოდ ნაყოფის ყვითელი შეფერილობა სიმბოლიზირებს მზის ნათებას, რომელსაც სამკურნალო ძალაც კი გააჩნია. როგორც ვიცით, ეს ციტრუსი ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუტია, რომელიც გამოირჩევა ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი თვისებებით.
როგორ აღმოვაცენოთ ლიმონის ხე ქოთანში
- აარჩიეთ კარგად მომწიფებული, არომატული ნაყოფი და ამოაცალეთ მას წიპწები.
- მოიმარჯვეთ ქოთანი, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 10-15 სანტიმეტრს შეადგენს.
- გაავსეთ ქოთანი კარგად განაყოფიერებული მიწით. საუკეთესო იქნება ბოსტნის მიწის, ტორფისა და მსხვილი ქვიშის ნარევი.
- დათესვამდე დაალბეთ წიპწები წყალში 2-3 დღით ან დაამუშავეთ ისინი კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკის) მსუბუქი ხსნარით.
- ფანქრის, კალმის ან სულაც ასანთის ღერის გამოყენებით, ქოთნის ცენტრში გააკეთეთ 1 ან 2 სანტიმეტრიანი ჩაღრმავება და მოათავსეთ მასში ლიმონის სამი ცალი წიპწა. მოაყარეთ მას მიწა, თუმცა არ დატკეპნოთ.
- დააფარეთ ზემოდან მინის ქილა, პირით ძირს და დაელოდეთ ულამაზესი მცენარის აღმოცენებას.
- ოპტიმალური ტემპერატურა ლიმონის ხის გასაზრდელად 20-25 გრადუს ცელსიუსს შეადგენს. ის უნდა მორწყათ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, როდესაც მიწა გამოშრება.
დაახლოებით ერთ თვეში თქვენ პირველ წამონაზარდებს იხილავთ. სამწუხაროდ, პირველი მოსავლის მისაღებად საკმაოდ დიდი დროა საჭირო (დაახ. 7 წელიწადი). სახლის პირობებში გაზრდილი ლიმონის ხე 20-მდე მოზრდილი ნაყოით გაგახარებთ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს, რომელთაც მცენარეები უყვართ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!