გულის დაავადებებს დღესდღეობით საკმაოდ ხშირად ვხვდებით არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია. დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო, არაჯანსაღი საკვები, დაბინძურებული ჰაერი, სასმელი წყალი და მავნე ჩვევები ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას ძალიან აზიანებს.
თუ სხვადასხვა სერიოზული დაავადებების თავიდან არიდება გსურთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ სათანადო ზომები გულის კუნთის გასაძლიერებლად, სისხლძარღვების გასაწმენდად და მათთვის მოქნილობის დასაბრუნებლად. ამ დავალებას არაჩვეულებრივად, ნებისმიერ სააფთიაქო აბზე უკეთ ართმევს თავს ნატურალური ნარევი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.
ეს სწორედ ის საშუალებაა, რომელიც გაგიძლიერებთ გულის კუნთსა და სისხლძარღვების კედლებს, აგიმაღლებთ იმუნიტეტს, თავიდან აგარიდებთ ანემიასა და ათეროსკლეროზს, მოამარაგებს ორგანიზმს მისი ყველა სისტემისა და ორგანოს გამართული მუშაობისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით.
მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
- 1/3 ჩაის ჭიქა მცენარეული ზეთი
- 250 გრამი ნატურალური თაფლი
- 3 ლიმონი (კანისა და წიპწების გარეშე)
- 100 გრამი შავი ქლიავის ჩირი
- 100 გრამი ქიშმიში
- 100 გრამი კურაგა (გარგარის ჩირი)
- 100 გრამი ნიგოზი
- 50 გრამი ასკილის ნაყოფი
- 50 გრამი კუნელი
- 4 ცალი ლეღვის ჩირი
- 50 გრამი სეზამის მარცვლები
- 100 გრამი კეშიუ
- 100 გრამი ნუში
ინსტრუქცია:
უბრალოდ მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საშუალება, რომელიც აძლიერებს გულს და გვიუმჯობესებს ზოგად ჯანმრთელობას, მზად არის!
გაანაწილეთ ის მინის ქილებში და დააყოვნეთ 10 დღის განმავლობაში მაცივარში. ქილა უნდა მუქი ფერის ან ზემოდან კარგად უნდა შემოახვიოთ ფოლგა.
მზა მასა მიირთვით ყოველ დილას, უმზმოზე 1 სუფრის კოვზის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – ნარევი ამოწურვამდე.
გარდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღებისა და მისი დაავადებების პროფილაქტიკისა, მოცემული საშუალება ფლობს კიდევ არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იმუნიტეტის გაძლიერების ხარჯზე, ის მთელი წელი საიმედოდ დაგიცავთ თქვენ და თქვენს შვილებს სხვადასხვა ვირუსული და ინფექციური დაავადებებისგან.
ძალიან დიდი იმედიმ აქვს, რომ ეს რეცეპტი თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!