თუ ვარჯიშისა და დიეტების დაცვის პარალელურად მუცლის არედან ცხიმების მოშორებას ვერ ახერხებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რჩევები და რეკომენდაციები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ.
ძირითადი მიზეზები, რის გამოც პრობლემურ ზონებში ცხიმები გვიგროვდება:
1. არაჯანსაღი საკვები
რა თქმა უნდა, ჭარბი წონისა და ცხიმოვანი ფენების დაგროვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი კვებაა. სახამებელი შემცველი პროდუქტები, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები, არაჯანსაღი ცხიმები – აუცილებლად გამორიცხეთ რაციონიდან ეს ნივთიერებები, თუ ჭარბცხიმიანობა გაწუხებთ. მიანიჭეთ უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს, თევზს, ავოკადოს, თხილეულს და ა.შ.
2. დიდი ულუფები
ვისცელარული ცხიმი, იგივე მუცლის ცხიმი, ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გნავითარების რისკს. სწორედ ამ მიზეზის, გამო აუცილებლად უნდა მიიღოთ საჭირო ზომები დროულად. საკვების დიდი ულუფა – ჭარბწონიანობისა და გაცხიმოვნების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი. იკვებეთ დღის განმავლობაში ხშირად, თუმცა აუცილებლად პატარ-პატარა ულუფებით. გაითვალისინეთ ისიც, რომ ჭარბი წონა წნევის მკვეთრი ცვლილებების გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს.
3. მოწევა
ყველამ ვიცით, რომ მოწევა მავნე ჩვევაა, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანს თუ სმენია იმ ფაქტის შესახებ, რომ თამბაქოს ხშირი მოხმარება განაპირობებს აბდომინალური და ვისცელარული ცხიმის ზრდას. გადადით ცხოვრების ჯანსაღ წესზე და დაანებეთ თავი მოწევას, თუ მუცლიდან ცხიმების მოშორება გსურთ.
4. სტრესი
სტრესისა და დეპრესიის შედეგად იზრდება სხეულში კორტიზოლის დონე, რის შედეგადაც ცხიმი იწყებს დაგროვებას სხეულის პრობლემურ ზონებში. ებრძოლეთ სტრესს წიგნების კითხვით, საყვარელი მუსიკის სმენით, მედიტაციით, იოგითა და მეგობრებთან ურთიერთობით, თუ ვესცილარული ცხიმის შემცირება გსურთ.
5. ალკოჰოლი
აბსოლუტურად ყველა ალკოჰოლური სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიებს. გამორიცხეთ სპირტის შემცველი სასმელები, თუ ჭარბი წონის მოშორება და ცხიმოვანი ფენების შემცირება გსურთ.
6. არ სვამთ საკმარისი რაოდნეობით წყალს
საკმარისი რაოდნეობით სითხის მირთმევა დღის განმავლობაში – აუცილებელი წინაპირობა ფიგურის კორექტირებისთვის. რა თქმა უნდა, სითხეში არ იგულისხმება ყავა, ჩაი, გაზირებული სასმელები, ნატურალური წვენები და ა.შ. დალიეთ დღეში საშუალოდ 2 ლიტრი წყალი, რათა შეძლოთ ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების მოშორება.
თუ დიეტების დაცვის პარალელურად წონის დაკლება და ცხიმების მოშორება ძალიან გიჭირთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები. პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებებს ძალიან მალე იხილავთ!
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისრუვებთ ჯანმრთელობას!