აი, როგორ მოვამზადოთ კონიაკი სახლში. ელიტური ნაყიდისგან ვერც გაარჩევთ.

27683

ცოტა ხნის წინ დეიდა მესტუმრა. კარგი, გულიანი ქალი, მაგრამ საქმე ამას არ ეხება. მან ბევრი საჩუქარი მომიტანა, მათ შორის ერთი ბოთლი კონიაკი. კონიაკი ყველას მოეწონა: შესანიშნავი სუნი, გემო…ყველაფერი ძვირადღირებული ელიტური კონიაკის მსგავსად. დეიდას გამოკითხვა დაუწყეს, სად იშოვა მან კონიაკი და ასეთ ძვირფას სასმელზე ფული რატომ დახარჯა. დეიდამ გაიცინა და უამბო, რომ კონიაკი არ უყიდია, არამედ სახლში დაამზადა.

ჩვენმა რედაქციამ რეცეპტი მოიპოვა და სურს რომ თქვენ გაგიზიაროთ. აღმოჩნდა, რომ სახლში კონიაკის დამზადება რთული საქმე არაა.

როგორ დავამზადოთ კონიაკი სახლში

ინგრედიენტები:

  • 3 ლ მუნშაინი ან არაყი
  • 2 ს/კ მუხის ქერქი
  • მწიკვი დაქუცმაცებული მუსკატის კაკალი
  • მწიკვი ილი
  • 3 ს/კ შაქარი

მომზადება:

დასაწყისისთვის ცოტა ინგრედიენტების შესახებ. არაყი ან მუნშაინი თავად გადაწყვიტეთ. არის ცოტა განსხვავება გემოში, მაგრამ არც ისე შესამჩნევი. მუხის ქერქი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ. რეკომენდებულია წინასწარ მდუღარე წყალში 10 წუთით დააყენოთ, გააშროთ და შემდეგ გამოიყენოთ სასმელისთვის. ქერქი შეგიძლიათ თანაბარი რაოდენობის მუხის ნახერხით ჩაანაცვლოთ.

ახლა მომზადებაზე გადავიდეთ. შაქარი მცირე რაოდენობის მუნშაინში გახსენით, მარტივი კარამელის სიროფი გააკეთეთ. ქილაში ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ, დაასხით მუნშაინი, შემდეგ კი დაუმატეთ სიროფი.

ყველაფერი კარგად აურიეთ და ბნელ ოთახში დადგით. დააყენეთ 2 კვირაზე მეტ ხანს, მაგრამ 1 თვეზე დიდხანს არა, რომ მუნშაინმა ქერქიდან ზედმეტად ბევრი მუხის ნივთიერება არ შეიწოვოს.

მას შემდეგ რაც მან სასურველი ფერი და არომატი მიიღო, უნდა გაფილტროთ. ბოთლებში გადაასხით და კვლავ ბნელ ოთახში მოათავსეთ, მაგრამ ამჯერად ნახევარი წლით. აი თქვენი სახლის კონიაკი მზადაა!

მუხის ქერქისგან დამზადებული სახლის კონიაკი – ქიმიური ყალბი სასმელი არაა, არამედ ცოცხალი, კეთილშობილური სასმელი, რომელიც თავად შექმენით. ამ საქმის ნამდვილი ექსპერტები ამბობენ, რომ კონიაკი განსაკუთრებით გემრიელი და სასიამოვნო სასმელი ხდება, თუ ორი წლით შეინახავთ. ყოველ თვე სასმელი უფრო მდიდრულ და რბილ გემოს შეიძენს. ეს უბრალოდ შესანიშნავი რეცეპტია!

თქვენ მოგიმზადებიათ სახლის კონიაკი? შეიძლება თქვენ ამ საქმეში განსაკუთრებულ ეშმაკობს ფლობათ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!