გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და დაავადებები ჩვენს დროში იშვიათობას ნამვილად არ წარმოადგენს, თანაც არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი.
ყოველივე ეს ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია, რაშიც მოიაზრება დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო, სასმელი წყალი, არაჯანსაღი საკვები, მოწევა, ალკოჰოლისადმი არაგულგრილი დამოკიდებულება და სხვა მავნე ჩვევები.
იმისათვის, რომ თვიდან აირიდოთ გულის კუნთისა და სისხლძარღვების დაზიანება და მათი მუშაობის დარღვევა, აუცილებლად მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები.
რამდენიმე ხალხური საშუალება, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, დაგეხმარებათ გულის კუნთის გაძლიერებაში, სისხლძარღვების გასუფთავებაში და მათი კედლებისათვის მოქნილობის დაბრუნებაში.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების თავიდან არიდება გაცილებით მარტივია, ვიდრე უშუალოდ მკურნალობა.
როგორ გავიძლიეროთ გული და სისხლძარღვები, რათა თავიდან ავირიდოთ მძიმე შედეგები?
საშუალება №1 – ჭარხლის წვენი
ამ ბოსტნეულის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. გამოწურეთ წვენი ერთი მოზრდილი ზომის ჭარხლისაგან და დააყოვნეთ მინიმუმ 4 საათით.
დაყოვნებულ სასმელს დაუმატეთ დაახლოებით ანალოგიური რაოდენობით თაფლი და კარგად მოურიეთ. მიიღეთ ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
საშუალება №2 – ხურმა
სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ ხურმას აქვს დადებითი გავლენა ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
ყოველდღიურად მიირთვით დაახ. 100 მლ ხურმის ახლადგამოწურული წვენი, რათა გაიძლიეროთ გულის კუნთი, გაიწმინდოთ სისხლძარღვები და მოამარაგოთ თქვენი სხეული კარდიოვასკულარული სისტემის გამართული მუშაობისათვის აუცილებელი მიკროელემენტებით.
საშუალება №3 – ნატურალური ნაზავი
დაგჭირდებათ ერთი ლიტრი თაფლი, 10 ცალი საშუალო ზომის ლიმონი და 5 თავი ნიორი. დააქუცმაცეთ ნიორი და კარგა გამოწურეთ წვენი ათივე ლიმონისაგან.
სამივე ინგრედიენტი მოათავსეთ მინის ქილაში და კარგად გადაურიეთ, შემდეგ კი დააყოვნეთ თავდახურულ მდგომარეობაში 7 დღის განმავლობაში. მომზადებული ნარევი მიირთვით დღეში 1 ჩაის კოვზის ოდენობით.
იხელმძღვანელეთ ამ რჩევბით და გამოიყენეთ ეს ნატურალური საშუალებები რეგულარულად, რათა შეძლოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საშინელი დაავადებების პროფილაქტიკა.
თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!