ეს ჩაი სისხლძარღვებს მტვერსასრუტივით წმენდს და მარილის ფენებს ბოლომდე შლის

8809

ჩვენს დროში გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირია როგოც ასაკოვან ადამიანებში, ასევე ახალგაზრდებშიც კი, რაც დაბინძურებული საცხოვრებელი გარემოს, მავნე ჩვევებისა და არაჯანსაღი კვების შედეგია.

თუ კარგი ჯანმრთელობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გსურთ, აუცილებლად უნდა იზრუნოთ რეგულარულად სისხლძარღვების გაწმენდაზე. ამ დავალებას მარტივად გაართმევთ თავს მხოლოდ ნატურალური საშუალების გამოყენებით, ყოველგვარი სააფთიაქო პრეპარატის მიღების გარეშე, რომელთათვის უამრავი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.

სისხლძარღვების კედლებზე დაგროვებული მარილებისა და სხვა მავნე ნივთიერებების დასაშლელად და მათ გამოსადევნად არაჩვეულებრივი საშუალებაა მზესუმზირის ფესვების ჩაი.

მზესუმზირის ფესვების ჩაი

მომზადებისა და მიღების წესი: 

1 ჩაის ჭიქა მზესუმზირის გამომშრალ და დაფქულ ფესვებს ამატებენ 3 ლიტრ წყალს და დგამენ დაბალ ცეცხლზე. დუღილის დაწყებიდან ნარევი უნდა იხარშოს კიდევ 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ მიეცით დრო გასაგრილებლად, გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით, ყლუპ-ყლუპებად.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 2 ან 3 თვე. ამ ნაყენით უნდა ჩაანაცვლოთ ნებისმიერი სხვა სასმელი და მიიღოთ დღის განმავლობაში იმდენი, რა რაოდენობითაც სითხეს ორგანიზმი მოგთხოვთ. როდესაც ნაყენი ამოგეწურებათ, მოამზადეთ ის თავიდან.

მზესუმზირის ფესვების ნაყენს სისხლძარღვების გასაწმენდად და მარილის ფენების დასაშლელად იღებენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ყოველდღურად, მთელი თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსის დაწყებიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ იწყებს მარილები ორგანიზმიდან გამოსვლას და ეს პროცესი გრძელდება იქამდე, სანამ შარდი წყლისავით თეთრი და გამჭვირვალე არ გახდება.

თუ დაყოვნების გზით შარდის მეშვეობით სხეულიდან გამოდევნილი მარილების რაოდენობის განსაზღვრას შევეცდებით, შთამბეჭდავ შედეგსაც მივიღებთ. მკურნალობის მთლიანი კურსის განმავლობაში სხეულს 2-დან 3 კილოგრამამდე მარილი დატოვებს.

რა თქმა უნდა, ამ და მსგავსი საშუალებების მიღების პარალელურად, აუცილებელია კვების სწორი რეჟიმის დაცვა.

გარდა იმისა, რომ რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ზედმეტად მარილიანი და ცხარე საკვები, რეკომენდებულია ყოველდღიურად ჭამამდე 20-30 წუთით ადრე 1/3 ჩაის ჭიქა ჭარხლის წვენის მირთმევა, რომელიც მაცივარში მინიმუმ 2 საათით გექნებათ დაყოვნებული.

იმისათვის, რომ შევამციროთ ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკი, დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ უჯრედისის მაღალი შემცველობით გამორჩეულ პროდუქტებზე.

მაქსიმალურად ხშირად მიირთვით ისეთი პროდუქტები, რომლებიც ამცირებს ორგანიზმში ცუდი ქოლეტერინის დონეს. მათ მიეკუთვნება: ბრინჯი, ვაშლი, ქერი, ლობიო, მოცვი, სტაფილო, თევზი, ნიორი, კომბოსტო და ა.შ.

თუ ამ საშუალებას მიიღებთ და პარალელურად ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, ძალიან მალე თავს უკეთ იგრძნობთ.

გახსოვდეთ, თვითმკურნალობა ნებისმიერ დროს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ამ საშუალების მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და იმოქმედეთ მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!