როგორ მოვიშოროთ კენჭები თირკმელებიდან და ნაღვლის ბუშტიდან ავოკადოს კურკით

2656

რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, მოგაშორებთ კენჭებს თირკმელებიდან და ნაღვლის ბუშტიდან. მისი სამშობლო – ინდოეთია.

ავოკადო – ნაყოფი, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებით და მდიდარი სასარგებლო შემადგენლობით მთელ მსოფლიოშია ცნობილი. რეგულარულად ამ ტროპიკული ხილის მირთმევით, შეძლებთ ორგანიზმის მომარაგებას სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე. კუნთების ძლიერი ტკივილი, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და კანის დაავადებები – მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელთაც ეს არომატული ნაყოფი უმკლავდება.

გარდა რბილობისა, ჩვენს ყურადღებას იმსხურებს ავოკადოს კურკაც. სწორედ მისი დახმარებით არის შესაძლებელი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარეგულირება, ქრონიკული დაღლილოვის დამარცხება და ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლების პრევენცია. სასარგებლო ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციის ხარჯზე, მას შეუძლია ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან პატარა კენჭების გამოდევნა.

როგორ მოვიშოროთ კენჭები სახლის პირობებში

დაგჭირდებათ: 

  • ავოკადოს კურკა
  • 200 მლ თბილი გაფილტრული წყალი

ინსტრუქცია: 

  1. დატოვეთ ავოკადოს კურკა მზეზე, რათა ის ბოლომდე გამოშრეს.
  2. გამომშრალი კურკა ბასრი დანის გამოყენებით დაჭერით სიგრძეზე და შემდეგ დანაყეთ ან დაფქვით ბლენდერის გამოყენებით.
  3. მიღებული ფხვნილი ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით წყალში.
  4. გაყავით სასმელი 4 თანაბარ ულუფად. ის 4 დღე გეყოფათ.
  5. სასმელის მეოთხედი მიიღეთ საღამოს, დაძინების წინ.
  6. კურსის ხანგრძლივობა – ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე.

გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება ნებისმიერ დროს სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუ კენჭები თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში ზედმეტად დიდი ზომისაა, თავი შეიკავეთ ხალხური რეცეპტების გამოყენებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!