ჭიანჭველები ასობით მეტრის რადიუსზეც რომ ვეღარ მოგეკარონ, გამოიყენეთ ამ საშუალებებიდან ერთ-ერთი

35805

ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც ბაღისა და მიწის ნაკვეთის მოსავლელი სპეციალური პროდუქცია იყიდება, შეძლებთ მავნებლების საწინააღმდეგო არაერთი ეფექტური საშუალების შეძენას. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ სახლში და მიწის ნაკვეთზე შხამ-ქიმიკატების გამოყენების სურვილი არ გვაქვს?

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ იმ ხალხური, აბსოლუტურად უსაფრთო საშუალების შესახებ, რომელთა გამოყენების შემდეგ თქვენს ბაღსა და სახლს ჭიანჭველები ასობით მეტრის რადიუსზეც კი ვერ გაეკარებიან. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეს საშუალებები სრულიად უსაფრთხოა, თანაც საკუთარი ეფექტურობით არცერთ ძვირადღირებულ პროდუქტს არ ჩამოუვარდება.

როგორ ვებრძოლოთ ჭიანჭველებს

1. ნაცარი

ეს ის მეთოდია, რომელსაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ საკუთარ ბაღებში ჭიანჭველების გასანადგურებლად. ყველგან, სადაც ჭიანჭველების ბუდეს შენიშნავთ, ნიჩბით კარგად ამოთხარეთ მიწა საშუალო სიღრმემდე. ამოთხრილი მიწა, თავის ბინადრებთან ერთად, გაიტანეთ მაქსიმალურად შორს თქვენი ბაღიდან, ხოლო დარჩენილი ორმოები შეავსეთ უბრალო ნაცრით. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ ძალიან დიდი ხანი ჭიანჭველების არსებობას საერთოდ ვეღარ შენიშნავთ.

2. ბორის მჟავა და საფუარი

აიღეთ ქილა, ჩაყარეთ მასში ერთი შეფუთვა ბორის მჟავა და ამავე რაოდენობით მშრალი საფუარი. დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის მასა. ქილაში ჩაამატეთ 1 ჩაის ჭიქა ტკბილი ჯემი და კარგად მოურიეთ. რატომ ჯემი? ის მიიზიდავს ჭიანჭველებს, ხოლო ბორის მჟავისა და საფუვრის ნარევი გაანადგურებს მათ. ყველგან, სადაც ჭიანჭველების ბუდეს შენიშნავთ, ჩაასხით მზა მასა მცირე რაოდენობით. უკვე მეორე დღეს მწერების რაოდენობის საგრძნობლად შემცირებას შენიშნავთ, განმეორებითი პროცედურის შემდეგ კი ისინი საერთოდ დატოვებენ თქვენს მიწის ნაკვეთს.

3. მზესუმზირის არარაფინირებული ზეთი

ჭიანჭველების წინააღმდეგ საბრძოლველი კიდევ ერთი ძალიან ეფექტური საშუალება მზესუმზირის ზეთია. ისინი ძალზედ მგრძნობიარეები არიან სხვადასხვა არომატების მიმართ და ძალიან არ უყვართ ზეთის სურნელი. ყველგან, სადაც მწერების ბუდეს შენიშნავთ, ჩაასხით მცირეოდენი მზესუმზირის ზეთი. მიწის ნაკვეთის ასეთი დამუშავების შემდეგ მწერები თავის ამჟამინდელ საცხოვრებელს აუცილებლად დატოვებენ.

4. მანის ბურღული და სოდა

ჭიანჭველების გასანადგურებლად თქვენ დაგჭირდებათ ერთი კილოგრამი მანის მარცვლები და ერთი შეფუთვა საჭმელი სოდა. ორივე კომპონენტი კარგად შეურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა მოაყარეთ ჭიანჭველების ბუდეს. ამ პროცედურისთვის დრო უნდა შეარჩიოთ აუცილებლად სწორად. თუ ჭიანჭველების გასანადგურებლად არჩევანი ამ მეთოდზე შეაჩერეთ, იმოქმედეთ მზიან დღეს (წვიმისა და ქარის გარეშე).

5. საფუარი და შაქარი

აიღეთ ერთი შეფუთვა მშრალი საფუარი და დაუმატეთ მას იგივე რაოდენობით შაქარი, კარგად გადაურიეთ. მიღებული ნარევი მოაყარეთ ჭიანჭველების ბუდეს და უბრალოდ დაელოდეთ… გამოცდილი მებაღეების მტკიცებით, ამ პროცედურას ჭიანჭველები ვერ გადაურჩებიან.

6. ნიშადურის სპირტი

ეს კიდევ ერთი ძალიან ეფექტური მეთოდია ჭიანჭველების გასანადგურებლად, რომელსაც პირადად ვიყენებ. შეიძინეთ აფთიაქში ნიშადურის სპირტის პატარა ქილა და გახსენით ის 3 ლიტრ წყალში. მიღებული ხსნარით მორწყეთ მიწის ნაკვეთის ყველა ის წერტილი, სადაც ჭიანჭველების კვალს შენიშნავთ.

7. წითელი წიწაკა

აიღეთ წითელი ცხარე წიწაკის მთლიანი შეფუთვა და გახსენით ის ერთ ლიტრ წყალში 300 გრამ დაქუცმაცებულ სარეცხ საპონთან ერთად. მიღებული ხსნარით მორწყეთ ჭიანჭველების ბუდეები და ხანმოკლე დროში მათგან კვალიც კი არ დარჩება.

8. მარილი

შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე მარტივი მეთოდია ჭიანჭველების თავიდან მოსაშორებლად. ყველგან, სადაც მათ ბუდეს შენიშნავთ, ზემოდან უხვად მოაყარეთ მარილი.

9. ხორბალი

რაც არ უდნა უცნაურად ჟღერდეს, უამრავი გამოცდილი მებაღის მტკიცებით, ეს სწორედ ის მეთოდია, რომელიც მათ ჭიანჭველების ბოლომდე განადგურებაში დაეხმარა. მათი ვერსიის თანახმად, ჭიანჭველები ხორბლის მარცვლებს შეცდომით თავიანთ კვერცხებად აღიქვამენ და ბუდეში საიმედოდ მალავენ.

ტენის ზემოქმედების შედეგად მარცვლები ფუვდება და ჭიანჭველებისთვის ბუდიდან გამოსასვლელ გზას ბოლომდე ფარავს, რის შედეგადაც ისინი იღუპებიან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ხორბლის მარცვლები იზიდავს სხვადასხვა ფრინველებს, რომლებმაც შეიძლება მოსავალი გაგვინადგურონ.

ყველა მებაღის დიდი სურვილია, მიიღონ კარგი მოსავალი და დაუფასდეთ ის შრომა, რომელიც მათ გაწიეს. სამწუხაროდ, ამ მიზნის განხორციელებაში ძალიან გვიშლიან ხელს ჭიანჭველები და მათი მსგავსი სხვა მწერები. საგანგაშო ნამდვილად არაფერია, თუ შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას ვფლობთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!