როგორი უნდა იყოს ბავშვის დასვენება ზაფხულში, რათა ის ფიზიკურად და მორალურად სრულიად ჯანმრთელი იყოს

18444

ევგენი კომაროვსკი მთელ მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი ექიმი და თერაპევტია, რომელიც ხალხში მართლაც ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობს. ის საკმაოდ ხშირად გვიზიარებს უამრავ სასარგებლო რჩევას, რომელიც თითოეულმა ადამიანმა, განსაკუთრებით კი მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ. ექიმმა კომაროვსკიმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ბავშვის დასვენება, რათა იყოს ჯანმრთელი როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.

ექიმის თქმით, ბავშვმა უნდა დაისვენოს ხალხმრავლობისგან და ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან ურთიერთობისგან, ქალაქის ჰაერისგან, ქლორიანი წყლისგან და საყოფაცხოვრებო ქიმიკატებისგან.

კომაროვსკის თქმით, ზღვაზე დასვენებასა და ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ერთმანეთთან კავშირი საერთოდ არ აქვს, ყველაფერი პირიქით არის. გარეთ კვება, გაცილებით უარესი საცხოვრებელი პირობები, ვიდრე საკუთარ სახლში, ათასობით ადამიანთან კონტაქტი და ურთიერთობა – ყოველივე ეს არა სასარგებლოდ, არამედ უარყოფითად ისახება თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე.

იდეალური დასვენება თითოეული ბავშვისთვის ასე გამოიყურება: 

  1. ზაფხული სოფელში, სუფთა ჰაერზე;
  2. გასაბერი აუზი ჭის წყლით, ახლოს ბევრი ქვიშა სათამაშოდ;
  3. ჩაცმის ფორმა – ტრუსით, ფეხშიშველი;
  4. საპნის შეზღუდულად გამოყენება;
  5. კვება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი თავად მოითხოვს.

ტალახში ამოთხვრილი ბავშვი, რომელიც წყლიდან სათამაშოდ პირდაპირ ქვიშაში გადადის, იკვებება სოფლის ჯანსაღი პროდუქტებით, სუნთქავს სუფთა ჰაერს და არ აქვს კონტაქტი ბევრ ადამიანთან 3-4 კვირის განმავლობაში, ბოლომდე იღდგენს იმუნიტეტს, რომელიც ქალაქში ცხოვრების შედეგად გვიზიანდება.

და რას ფიქრობთ თქვენ? რამდენად ეთანხმებით ექიმი კომაროვსკის ამ მოსაზრებას? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, თუ როგორი უნდა იყოს დასვენება ბავშვებისთვის.