ასე მომზადებული კომბოსტო ისეთი წვნიანი, გემრიელი და არომატული გამოდის, რომ ბავშვებსაც კი ძალიან მოსწონთ

3461

გთავაზობთ კომბოსტოთი მომზადებული ძალიან გემრიელი და   არომატული კერძის რეცეპტს. სანელებლებით შეზავებულ კომბოსტოს აცხობთ ღუმელში. ამგვარი წესით მომზადებული კომბოსტო შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორციანი კერძების გარნირად.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კომბოსტო (სასურველია შეარჩიოთ პატარა თავები)
  • მარილი, ძირა, პაპრიკა, შავი პილპილი, დაფქული ნიორი (გემოვნებით)
  • კარაქი
  • ზეთი

მომზადების წესი:

1. პატარა თავი კომბოსტო გაჭერით 4 ნაწილად, ხოლო დიდი თავი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

2. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, ძირა, დაფქული ნიორი.   მოასხით ზეთი და გააჩერეთ ცოტა ხანს.

3. კარაქი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად.

4. შემდეგ კომბოსტოს ნაჭრები ჩააწყვეთ სპეციალურ საცხობ პარკში  და ზემოდან მოაწყვეთ კარაქი.

5. პარკიდან გამოდევნეთ ჰაერი და შეკარით. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 1 საათი.

6. კომბოსტო გამოდის ძალიან გემრიელი, წვნიანი და არომატული.

გემრიელად მიირთვით!