თქვენმა მცენარემ ულამაზესი ყვავილობით რომ გაგახაროთ, მორწყეთ ის რძის სასუქით

18927

თუ ოთახის მცენარეები გიყვართ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულად უნდა იზრუნოთ არა მხოლოდ მათ მორწყვაზე, არამედ გამოკვებაზეც. მცენარე, რომელიც უკვე არაერთი წელია ერთ ნიადაგში და ქოთანშია, ვერასდროს გაგაკვირვებთ მისი ყვავილობის საოცარი სილამაზით. გამომდინარე იქიდან, რომ ნიადაგი დროთა განმავლობაში იფიტება მცენარისთვის საჭირო სხვადასხვა მკვებავი ნივთიერებებისგან, აუცილებელია პერიოდულად მისი განოყიერება.

რძე – ნამდვილი დელიკატესი მცენარეებისთვის. თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენმა ოთახის მცენარემ ისე ლამაზად იყვავილოს, როგორც არასდროს, აუცილებლად გამოკვებეთ ის პერიოდულად რძით.

საუკეთესო სასუქი მცენარეებისთვის

სასუქის სახით რძის გამოყენების მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ის კვებავს მცენარეს აუცილებელი მიკროელემენტებით და აჯანსაღებს ნიადაგს. ოთახის მცენარეების რძით მორწყვის შემდეგ ნიადაგი მდიდრდება სასარგებლო ბაქტერიებით, რაც ფესვთა სისტემისთვის დამღუპველი სოკოსა და ობის გაჩენის თავიდან არიდებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ამ ბაქტერიებს აქვთ ვიტამინების, მინერალების, ფიტოჰორმონებისა და სხვა აქტიური ნივთიერებების სინთეზირების უნარი.

მაშ ასე, დაგჭირდებათ:

  • 100 მლ რძე
  • 1 ლიტრი წყალი
  • 3 წვეთი იოდი

ინსტრუქცია:

  1. გახსენით რძე და წყალი ერთმანეთში, დაუმატეთ 3 წვეთი იოდი და კარგად შეანჯღრიეთ.
  2. სასუქის გამოყენებამდე მცენარე მორწყეთ ოთახის ტემპერატურის სუფთა წყლით. მშრალ ნიადაგზე რძის დასხმა არ შეიძლება!
  3. ქოთნის ზომის მიხედვით, დაასხით თქვენს მცენარეს 3-დან 6 სუფრის კოვზამდე მომზადებული სასუქი.
  4. გამოიყენეთ რძის სასუქი ყოველ 2 კვირაში ერთხელ და თქვენი მცენარე საოცრად ლამაზი ყვავილობით აუცილებლად გაგახარებთ!

თუ გყავთ ისეთი მეგობრები, რომელთაც ოთახის მცენარეები ძალიან უყვართ, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია. რძის სასუქი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჩვენი საყვარელი მცენარეების გამოსაკვებად და გასაჯანსაღებლად.