ასაკის მატების, გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისა და არაჯანსაღი ჩვევების შედეგად ჩვენი კანი დღითიდღე ზიანდება. როგორც წესი, ქალბატონების უმრავლესობა რეგულარულად ვხარჯავთ საკმაოდ სოლიდურ თანხას სხვადასხვა კომსეტიკურ პროცედურებსა და პროდუქტებში, რათა კანი ყოველთვის იდეალურად და შედარებლად გამოიყურებოდეს. სამწუხაროდ, ასეთი საშუალებებისა და პროცედურების დიდი ნაწილი სასურველ ეფექტს ვერ გვაძლევს, არც თუ ისე მცირე თანხას კი ჰაერში, ფუჭად ვყრით.
სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დღევანდელ სტატიაში მინდა, მოგითხროთ ერთი საოცრად მარტივი და ბიუჯეტური საშუალების შესახებ, რომელიც მინიმალურ დროში გააგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს, მოგაშორებთ აკნეს, ნაწიბურებსა და ნაიარებს, გააქრობს ლაქებს და ვიზუალურად რამდენიმე წლით გაგაახალგაზრდავებთ.
რეგულარული პროცედურების შედეგად კოსმეტიკური დეფექტები აუცილებლად წარსულში დარჩება! ყველა ქალბატონი, ვინც მოცემული საშუალება საკუთარ თავზე უკვე გამოცადა, მის ეფექტურობას დაგიდასტურებთ.
მაშ ასე, დაგჭირდებათ:
- 1 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
- 1 სუფრის კოვზი მუსკატის კაკალი
- 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი
ინსტრუქცია:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ თქვენი კანი ძალიან მგრძნობიარეა, გამოიყენეთ 2-ჯერ დიდი რაოდენობით თაფლი.
ნიღბის წასმამდე კარგად დაიბანეთ სახე საპნით. სუფთა კანზე წაისვით ეს საშუალება სქელ ფენად და დაიტოვეთ სამოქმედოდ 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით, შეიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი. თუ წვისა და ჩხვლეტის მსუბუქმა შეგრძნებამ შეგაწუხათ, საგანგაშო არაფერია – ეს ნიშნავს, რომ ნიღაბი ნამდვილად მუშაობს!
კვირაში 2 ან 3 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა ხანმოკლე დროში თქვენი კანი იდეალურად სუფთა და ძალიან მიმზიდველი გახდეს.
ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!