
სამედიცინო ტერმინოლოგიაში კანზე თეთრი ლაქების გაჩენის პრობლემას ვიტილიგოს სახელწოდებით ვიცნობთ. ეს ლაქები შეიძლება განვითარდეს კანის ნებისმიერ მიდამოში სხვადასხვა მიზეზების გამო.
პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე უცნობია. ექსპერტების ვარაუდით, ვიტილიგო აუტოიმუნური გაღიზიანების შედეგია, რომლის დროსაც თავად ჩვენი იმუნური სისტემა ებრძვის და ანადგურებს მელანოციტებს, მელანინის მწარმოებელ უჯრედებს.
კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც შეიძლება საფუძვლად ჩაეყაროს ვიტილიგოს განვითარებას – გენეტიკური მიდრეკილება, მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენა, ჭარბი სტრესი და ვიტამინ B12-ის დეფიციტი.
5 ყველაზე ეფექტური საშინაო მეთოდი თეთრი ლაქების მოსაშორებლად
1. წითელი თიხა
მოცემული პროდუქტი გამოირჩევა სპილენძის მაღალი შემცველობით, რომელსაც აქვს კანის სწორი პიგმენტაციის აღდგენის უნარი.
- შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით წითელი თიხა და ჯანჯაფილის წვენი.
- მიღებული პასტისებრი მასა კარგად წაისვით კანის პრობლემურ მონაკვეთებზე.
- როდესაც ის ბოლომდე შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით.
- გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში, რათა ბოლომდე გათავისუფლდეთ თეთრი ლაქებისგან.
2. გინგკო ბილობა
გინკგო ბილობა (Ginkgo biloba)- ხე, რომელსაც ცნობილმა ბიოლოგმა ჩარლზ დარვინმა „ცოცხალი წიაღისეული” უწოდა. თუ მის ექსტრაქტს რეგულარულად მიიღებთ, ძალიან მალე გათავისუფლდებით თეთრი ლაქებისაგან. გინგკო ბილბოას ექსტრაქტს შეუძლია პროგრესირებადი დაავადების შეჩერება და რეპიგმენტაციის პროვოცირება.
იმ ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ და რა დოზით უნდა მიიღოთ ეს ექსტრაქტი, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან. მხოლოდ მას შეუძლია თქვენთვის სწორი ულუფის შერჩევა სხვადასხვა გამოკვლევებზე დაყრდნობით.
3. ქოქოსის ზეთი
მოცემული პროდუქტი ამშვიდებს კანს და კურნავს ქრონიკულ ანთებას. ქოქოსის ზეთი მოგცემთ არაჩვეულებრივ შედეგს ვიტილიგოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს, რადგან, გინგკო ბილბოას ექსტრაქტის მსგავსად, ის განაპირობებს კანის რეპიგმენტაციას. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქოქოსის ზეთი საკმაოდ ძლიერი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო ნატურალური პროდუქტია.
ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ეს ზეთი კანის შესაბამის მიდამოებში. თუ პროცედურას დღეში 3-ჯერ ჩაიტარებთ, თეთრი ლაქები ხანმოკლე დროში ნაკლებად შესამჩნევი გახდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – ბოლომდე გაქრება.
4. ჯანჯაფილი (კოჭა)
ექსპერტების მტკიცებით, ჯანჯაფილი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნატურალური პროდუქტია, რომელიც ხელს გვიწყობს ვიტილიგოს მკურნალობაში. ის სტიმულირებს სისხლის მიმოქცევასა და მელანინის გამომუშავების პროცესს.
შუაზე გაჭრილი ჯანჯაფილის ფესვი დაიფინეთ კანის პრობლემურ მონაკვეთზე რბილობის მხრიდან. დაიტოვეთ იქამდე, სანამ კოჭა წვენისგან ბოლომდე არ შეგაშრებათ. თუ ამ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, ძალიან მალე გათავისუფლდებით თეთრი ლაქებისგან.
5. სპილენძი
დამტკიცებულია, რომ სპილენძი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც აუცილებელია მელანინის სწორი გამომუშავებისთვის.
- უბრალოდ აავსეთ სპილენძის ჭურჭელი წყალით და დატოვეთ ის მთელი ღამით ოთახის ტემპერატურაზე.
- უკვე მეორე დილას წყალი გაჯერებული იქნება სპილენძის იონებით.
- მიირთვით ასეთი წყალი ყოველ დილას, უზმოზე, რათა გაიუმჯობესოთ მელანინის წარმოებისა და გამომუშავების პროცესი.
ახლა თქვენუ კვე იცით, როგორ ებრძოლოთ ვიტილიგოს მხოლოდ ნატურალური საშუალებების დახმარებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. იზრუნეთ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!