როგორ მოვიშოროთ მთელი ჭუჭყი და სიბინძურე ნაწლავებიდან. დაემშვიდობეთ კილოგრამობით მავნე ნარჩენს

42124

საკმარისია, რეგულარულად იზრუნოთ ნაწლავების ლორწოსგან, ფეკალური ქვებისა და პარაზიტებისგან გაწმენდაზე, რათა გათავისფუდეთ და თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობის არაერთი სერიოზული პრობლემა. იცოდით, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის მსხვილ ნაწლავში დაახლოებით 100 ტონამდე საკვები და 40 000 ლიტრი სითხე გადამუშავდება?

სხვადასხვა დარღვევებისა და შეფერხებების გამო, სავსებით შესაძლებელია, ჩვენს ნაწლავებში 15 კილოგრამამდე მავნე ნარჩენი და ტოქსინი დაგროვდეს, რაც წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის.

თუ ამ ნარჩენების მოშორებაზე დროულად არ ვიზრუნებთ, თავი შეიძლება იჩინოს არაერთმა სერიოზულმა დარღვევამ, მათ შორის: კუჭ-ნაწლავი ტრაქტის მუშაობის შეფერხება, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევა, ჭარბწონიანობა, გაცხიმოვნება, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.

წლების განმავლობაში დაგროვებული ლორწოსა და მავნე ნარჩენებისგან სწრაფად გათავისუფლდებით მარტივი საშიანო საშუალებით, რომელის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.

სელის თესლის ფქვილი – ჩვენი ორგანიზმისათვის ძალიან სასარგებლო პროდუქტი, რომელიც აღადგენს ნაწავების ჯანსაღ მიკროფლორას, გამოდევნის პარაზიტებსა და ჭიებს, ლორწოს, საკვების ნარჩენებსა და ტოქსინებს. თუ ამ საშუალებას სწორი ინსტრუქციით რეგულარულად მიიღებთ, შეძლებთ მსხვილი ნაწლავიდან კილოგრამობით მავნე ნარჩენის მოშორებას.

მსხვილი ნაწლავის წმენდა სელის თესლით

ინსტრუქცია: 

1-ლი კვირა: 1 სუფრის კოვზი ფქვილი + 100 გრამი დაბალცხიმიანი არაჟანი ან კეფირი

მე-2 კვირა: 2 სუფრის კოვზი სელის ფქვილი + 100 გრამი დაბალცხიმიანი არაჟანი ან კეფირი

მე-3 კვირა: 3 სუფრის კოვზი სელის ფქვილი + 150 გრამი დაბალცხიმიანი არაჟანი ან კეფირი

სელის ფქვილის მოსამზადებლად თესლები გაატარეთ ყავის საფქვავში ან ისარგებლეთ ბლენდერით.

მიირთვით ეს ნარევი მოცემული ინსტრუქციით ყოველ საღამოს, ვახშმის ნაცვლად. პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებებს ძალიან მალე იხილავთ!

სელის ფქვილის მიღების პარალელურად თქვენ დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიირთვათ დიდი რაოდენობით წყალი, რათა თავიდან აირიდოთ ყაბზობა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!