ჭიანჭველები და მწერები ათობით მეტრის რადიუსზე ვერ მოგეკარებიან, თუ ამ მარტივ საშუალებას გამოიყენებთ

4210

დათბობასთან და ზაფხულის მოხალოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება სახლში ჭიანჭველების შემოსევის პრობლემა.

თუ გსურთ, ამ დაუპატიჟებელმა სტუმრებმა არ შეგაწუხონ, იხელმძღვანელეთ მარტივი ინსტრუქციით, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ. პირობას გაძლევთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები ერთხელ და სამუდამოდ?

თქვენ არ მოგიწევთ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ჭიანჭველებისთვის, არამედ ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ასევე ოთხფეხა მეგობრებისთვის.

განსაკუთრებით აქტუალურია ჭიანჭველების შემოსევის პრობლემა კერძო სახლებში. ბინის მაცხოვრებლები შედარებით დაზღვეულები არიან ამ პრობლემისგან.

მიხაკის ზეთი – ხელმისაწვომი პროდუქტი, რომელიც თავიდან აგარიდებთ სახლში დაუპატიჟებელი სტუმრების შემოსევას. მიხაკის ეთერზეთის ძლიერი არომატი აშინებს არა მხოლოდ ჭიანჭველებს, არამედ კოღოებსაც კი.

აიღეთ თბილი წყლით სავსე ჭიქა, ჩაამატეთ 5-6 წვეთი მიხაკის ზეთი და კარგად მოურიეთ. დაასველეთ რბილი ქსოვილი ამ ხსნარით და მოწმინდეთ იატაკები სახლში. როგორც უკვე გითხარით, მიხაკის ძლიერი არომატი დააფრთხობს დაუპატიჟებელ სტუმრებს.

გარდა ამ მეთოდის გამოყენებისა, შეგიძლიათ მოამზადოთ მწერების საწინააღმდეგო სპრეი. 1 ჩაის ჭიქა წყალში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მიხაკისა და ნემსისწვერას (გერანი) ეთერზეთი და 1 სუფრის კოვზი სპირტი. მიღებული ხსნარი გადაიტანეთ სპრეი ბოთლში და მიაპკურეთ სახლის კედლებს. ეს მეთოდი საიმედოდ დაგიცავთ არა მხოლოდ ჭიანჭველებისგან, არამედ ტკიპებისგანაც კი.

საქმე იმაშია, რომ მწერები ვერ იტანენ ფენოლს – ნივთიერება, რომელსაც შეიცავს მიხაკის ზეთი. გამოიყენეთ ის და პირობას გაძლევთ, ჭიანჭველები და მწერების ზოგიერთი საახეობა ათობით მეტრის რადიუსზეც ვეღარ მოგეკარებიან.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლა გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!