მოათავსეთ კარტოფილი თქვენს ფეხსაცმელში. როდესაც ეფეტქს იხილავთ, მადლობასაც გადამიხდით

681

სპეციალისტების თქმით, კარტოფილი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, რადგან იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ასკორბინის მჟავას(C ვიტამინი) შეიცავს. ასე, 1 კგ უმ კარტოფილში 80-100 გ ვიტამინია. გარდა ამისა, კარტოფილის ბოლქვები В6, В2 და В3 ვიტამინებსაც შეიცავს.

კარტოფილის სასარგებლო თვისებები უკვე დიდი ხანია გამოიყენება. ასე, უმი კარტოფილის წვენით შეიძლება გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე ადამიანის მდგომარეობის შემსუბუქება.

თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ კარტოფილი მხოლოდ საკვებად არ გამოიყენება.

განსაკუთრებით მოხერხებულმა ადამიანებმა დაიწყეს კარტოფილის ჩალაგება ფეხსაცმელში. რატომ? ახლავე გაიგებთ.

ისეც ხდება, რომ ახალი ფეხსაცმლის შეძენისას ზომა გვეშლება. გასაცვლელად წასვლა, ალბათ, თქვენც გეზარებათ. და როგორ მოვიქცეთ, თუ უკვე დიდი ხნის წინ ნაყიდი ფეხსაცმელი გამოშრა?

შეგიძლიათ ფეხსაცმელების გამო დაზიანებული ფეხებიდან სისხლი ჩამოიბანოთ ან ხალხური მეთოდი სცადოთ. ხშირად, ამისთვის შალის წინდებს იყენებენ, თუმცა არც ეს მეთოდია მაინცდამაინც იდეალური.

ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი უმი კარტოფილი. საქმე ისაა, რომ მას აქვს ისეთი თვისება, რომელიც თქვენს ფეხსაცმელს გაწელავს ტენიანობის ხარჯზე – ტენი ტყავს წელავს. გააჩერეთ კარტოფილი ფეხსაცმელში მთელი ღამით. ამ დროში იგი გამოშრება, ტენს კი ტყავი შეიწოვს და დარბილდება.

ამისთვის გაწმინდეთ 2 ბოლწვი კარტოფილი ფეხსაცმლის ზომის შესაფერისად. შემდეგ კარტოფილი გაახვიეთ გაზეთში ან ქაღალდის ხელსახოცში.

შეხვეული კარტოფილი ჩადეთ ფეხსაცმელში, რომელიც უნდა გაწელოთ. გააჩერეთ ასე მთელი ღამით. ესეც თქვენ საიდუმლო ტექნოლოგია. ასეთი მეთოდი 1 ზომით გაადიდებს თქვენს ფეხსაცმელს. გარდა ამისა, კარტოფილს კარგად ამოჰყავს უსიამოვნო სუნიც. მეთოდი საუკეთესოდ მოქმედებს ტყავის ფეხსაცმელზე, თუმცა გარკვეული ეფექტი აქვს სხვა ქსოვილებზეც.