მოამზადეთ საკუთარი დეტოქს-სასმელი, რომელიც არა მხოლოდ გაწმენდს სხეულს, არამედ დაგეხმარებათ წელის გარშემოწერილობის შემცირებაში

802

შემოგთავაზებთ დეტოქს სასმლის რეცეპტს. გამაგრილებელი სასმელი, ხილის სასიამოვნო არომატით, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მისი საშუალებით შეძლებთ ორგანიზმის ტოქსინებისგან, მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდას. შემადგენლობა დატვირთულია ორგანიზმისთვის სასარგებლო ბუნებრივი ინგრედიენტებით.

საზამთრო

საზამთრო დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანულ ნაერთს, შეუცვლელ ამინომჟავას, ციტრულინს, რომელიც ორგანიზმს წმენდს მავნე ნივთიერებებისგან, კერძოდ ამიაკისგან. ციტრულინი აფართოებს სისხლძარღვებს.

წყალი

წყალი ხელს უწყობს მავნე ტოქსინებისა და ნარჩენების გამოდევნას. წმენდს ორგანიზმს და აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებას.

ლიმონი ან ლაიმი

ლიმონის ან ლაიმის წვენი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. სასარგებლოა ყაბზობის, გულძმარვისა და მეტეორიზმის დროს. ათხევადებს ნაღვლის წვენს და აძლევს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.

პიტნა

პიტნა საუკეთესო გამაგრილებელია. ის ხელს უწყობს ნაღვლის წვენის გადინებას, ხსნის შებერილობით გამოწვეულ დისკომფორტს, მუცლის სპაზმს.

დეტოქს სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1-2 ლ წყალი (წყლის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კონცენტრირებული სასმელი გსურთ)
  • საზამთროს მოზრდილი ნაჭერი
  • 1 ცალი ლიმონის ან ლაიმის წვენი
  • ახალი პიტნა, დაახლოებით 10-13 ღერი
  • ყინულის კუბუკი

მომზადების წესი:

  1. საზამთრო დაჭერით კუბიკებად და ჩაყარეთ დოქში.
  2. დაამატეთ პიტნა, ლიმონის წვენი და დაასხით 2 ლ წყალი.
  3. ნაყენი მთელი ღამით შედეთ მაცივარში.

დილით დეტოქს სასმელს დაამატეთ ყინულის კუბიკები და დღის განმავლობაში დალიეთ.

სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ 5-7 დღე. შემდეგ შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!