იცოდით, რომ ნიჟარის გასაწმენდად ხორბლის ფქვილი საუკეთესო საშუალებაა?
პროდუქტი ბიუჯეტურია, უსაფრთხო, არ იწვევს კანის გაღიზიანებას და იძლევა მაქსიმალურ შედეგს. ფქვილი აშორებს ცხიმის ნადებს, იღებს მთელ ჭუჭყს, რომელთაც სპეციალური საწმენდი საშუალებებიც კი ყოველთვის ვერ უმკლავდება.
ფქვილს შეუძლია ნაზად გააპრიალოს უჟანგავი ფოლადის ნიჟარა. საცხობი სოდისა და სხვა ფხვნილებისგან განსხვავებით, ფქვილი რბილია და არ ტოვებს ნაკაწრებს. გარდა ამისა, პროდუქტი არ აზიანებს დამცავ ფენას და ფქვილით გასუთავების შემდეგ ნიჟარა დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს.
ნიჟარის ფქვილით გასაწმენდად დაიცვით მკაცრი ინსტრუქციები:
- ფქვილი გამოიყენეთ ზომიერად.
- ნიჟარა აუცილებლად უნდა იყოს მშრალი. ფქვილი წყალთან შერწყმისას წებოვან ნივთიერებად იქცევა, შესაძლებელია მოხვდეს მილების კედლებზე, გაჭედოს ნიჟარა და გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი.
- როგორც აღვნიშნეთ, ფქვილით წმენდის დროს ნიჟარა აუცილებლად უნდა იყოს მშრალი და გასაწმენდად უნდა გამოიყენოთ მშრალი ქსოვილი ან ღრუბელი. პროცესის დასრულების შემდეგ ფქვილს იღებთ მშრალი ხელსახოცით.
მიჰყევით მოცემულ მითითებებს და შეძლებთ უჟანგავის ფოლადის ნიჟარის სარკესავით გააპრიალებას:
- ნიჟარაზე მოასხით ჭურჭლის სარეცხი გელი და ღრუბლის საშუალებით გაწმინდეთ. შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით და გაწმინდეთ მშრალი ტილოთი.
- შემდეგ ნიჟარის ზედაპირზე მოაყარეთ 2 ს. კ. ფქვილი.
- ნიჟარა გაწმინდეთ მშრალი ტილოთი ან მშრალი ღრუბლის უხეში ზედაპირით.
- დაბინძურებული ფქვილი მთლიანად აიღეთ მშრალი ხელსახოცით.
- ნიჟარას მოავლეთ წყალი და გაწმინდეთ მშრალი ტილოთი.
ცადეთ, გამოიყენეთ ფქვილი, უჩვეულო საწმენდი საშუალება, და დამერწმუნეთ, მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს.
როგორ იცავთ სამზარეულოში სისუფთავეს თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ რჩევები კომენტარების ველის მეშვეობით – ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!