სახსრების პრობლემები გაწუხებთ? ხელების, ფეხებისა და კისრის ტკივილს მარტივად გაუმკლავდებით ამ ხელნაკეთი საშუალებებით

431

რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების ანთება. არსებობს ართრიტის მრავალი სახეობა, რომელსაც შეუძლია სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, კისრიდან ფეხის თითებამდე, მოახდინოს გავლენა.

სახსრების ტკივილით დაავადებული ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ დაავადების საწინააღმდეგოდ მხოლოდ თანამედროვე მედიცინას ვერ ეყრდნობიან და ტკივილების შესამსუბუქებლად ხშირად იყენებენ ხალხური მედიცინის რეცეპტების მიხედვით მომზადებულ შინაურ წამლებს.

თუ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, სახსრების ტკივილს ვერ იშორებთ და ეძებთ ეფექტურ გამოსავალს, შემოთავაზებული  რეცეპტებიდან შეიძლება აარჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი.

ტკივილის შესამსუბუქებლად საუკეთესო საშუალებაა სამკურნალო აბაზანები.

  • 1,5 ლ თბილ წყალს შეურიეთ 50 მლ ვაშლის ძმარი და მომზადებულ აბაზანაში 10-15 წუთით ჩაყავით ხელები ან ფეხები.
  • ეს მეთოდი ხსნის ტკივილს. აბაზანა გაიკეთეთ ტკივილის ყოველი შეგრძნებისას, პროფილაქტიკისთვის კი_ კვირაში ერთხელ.
  • თუ გტკივათ კისერი ან სხვა ადგილები მომზადებული ნარევით გააჯერეთ პატარა პირსახოცი და დაიდეთ მტკივნეულ უბანზე.

სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად საუკეთესოა ვაშლის ძმრისა და ზეითუნის ზეთის კომბინაცია.

  • აურიეთ 2 წილი ვაშლის ძმარი და 1 წილი ზეთუნის ან ქოქოსის  ზეთი. მომზადებული მასა შეიზილეთ დაზიანებულ უბანზე და გაიჩერეთ 2-3 საათი ან დაიტოვეთ მთელი ღამე.
  • თუ ვაშლის ძმრისა და ზეითუნის ზეთის კომბინაციას  რეგულარულად გამოიყენებთ  ტკივილი საგრძნობლად შეგიმცირდებათ.

სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად რეკომენდებულია გამოიყენოთ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთის, ზღვის მარილის, ჰიმალაის მარილისა და მაგნეზიის (მაგნიუმის სულფატი) კომბინაცია. შედეგად იღებთ უძლიერეს სამკურნალო საშუალებას, რომელიც ეფექტურ შედეგს იძლევა.

  • აურიეთ 1 ს. კ. ზღვის მარილი, 1 ჩ. კ. ჰიმალაის მარილი, 1 ჩ. კ. მაგნეზია. შემდეგ დაამატეთ იმ რაოდენობის თბილი ზეთი, რომ მიიღოთ სქელი პასტისებური მასა.
  • ნაზავი წაისვით მტკივნეულ სახსარზე და გაიჩერეთ 2-3 საათი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ და ტკივილი საგრძნობლად შეგიმცირდებათ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!