როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი და მოვიწესრიგოთ მისი მუშაობა მარტივი საშინაო რეცეპტის დახმარებით

1028

ღვიძლი პასუხისმგებელია ორგანიზმში ტოქსინების დაშლაზე.  ის ორგანიზმის ბიოქიმიური ლაბორატორიაა. არასწორი კვება, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები, მედიკამენტების მიღება, ალკოჰოლი მოქმედებს ღვიძლზე და არ აძლევს გამართულად ფუნქციონირების საშუალებას. გროვდება ტოქსინები, რასაც შედეგად მოჰყვება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა. სწორედ ამიტომ, შიგადაშიგ აუცილებელია ღვიძლის გაწმენდა.

შემოგთავაზებთ ღვიძლის გაწმენდის უმარტივეს და ეფექტურ მეთოდს. საბაზისო ინგრედიენტია ქიშმიში, რომელიც ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის საუკეთესო საშუალებაა.

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. დაგჭირდებათ ნახევარი ჩაის ჭიქაზე ცოტა მეტი ქიშმიში. ქიშმიშს დაასხით ცივი წყალი და ჩაალბეთ 15-20 წუთი. შემდეგ გარეცხეთ, დაასხით 2 ჩ. ჭ. ცივი წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე.
  2. მეორე დღეს გადაწურეთ, სითხე დალიეთ და ქიშმიში შეჭამეთ. დაწექით ზურგზე. მუცელზე, მარჯვენა მხარეს,  დაიდეთ თბილი წყლით სავსე სათბურა. მოდუნდით და იწექით 2 საათი.
  3. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 4 დღე.

გამოიყენეთ უმარტივესი მეთოდი, გაიწმინდეთ ღვიძლი და აირიდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!