ნაოჭების საწინააღმდეგო შინ მომზადებული საცხი, აფერხებს დაბერების პროცესს და ღრმად ატენიანებს კანს. შეესაბამება ყველა ტიპის კანს.
ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული საცხი აბსოლიტურად უსაფრთხოა. თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი. საცხის მცირე მასა წაისვით იდაყვის შიგნითა მხრიდან კანზე და დააკვირდით რამდენიმე წუთი, თუ კანი გაგიწითლდათ საცხი არ გამოიყენოთ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვაზელინი 2 ჩ. კ.
- ნუშის ან ზეითუნის ზეთი 50 მლ
- 1 ცალი კვერცხის გული
- თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ვაზელინი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურევთ ფუნჯით. მომზადების შემდეგ გააჩერეთ 5 წუთი.
- სახე დაიბანეთ, შეიმშრალეთ და მსუბუქი წრიული მოძრაობებით წაისვით საცხი. გაიჩერეთ 30 წუთი. ნარჩენი აიღეთ მინერალურ წყალში გაჯერებული ბამბის ტამპონით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი პირსახოციც.
საცხს იყენებთ ყოველ საღამოს. შედეგს შეამჩნევთ 1 კვირის შემდეგ.
რა საშუალებას იყენებთ კანის მოსავლელად თქვენ? თუ გსმენიათ ჩვენს დღევანდელ რეცეპტზე ან გამოგიცდიათ ის საკუთარ თავზე? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარების ველის მეშვეობით, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!