სურნელოვანი იასამანი მრავალი პრობლემის დამარცხებაში გვეხმარება. მოასწარით მისი შეგროვება და გამოშრობა

863

მაისის დასაწყისში იასამანი აქტიურად ყვავილობას იწყებს. დღეს გიამბობთ, მისი დახმარებით ზოგიერთი დაავადება როგორ მოიშოროთ.

ართრიტის, ართროზის, წელის ტკივილის დროს 3 თეთრი იასამნის ყვავილს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 3 დღე მაცივარში დააყენეთ, გადაწურეთ და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ს/კ ნაყენი დალიეთ. კურსის ხანგრძლივობა – 45 დღე. 3 თვიანი შესვენების შემდეგ სამკურნალო კურსი გაიმეორეთ. შემდეგ ნაყენის მომზადება და მიღება აუცილებელი არაა. ყვავილობის პერიოდი ხანმოკლეა, ამიტომ მის გამოშრობას და მომარაგებას გირჩევთ.

ნებისმიერი ბრონქიტის დროს იასამნის ნაყენი გამოიყენეთ. ყვავილები მინის ქილაში ჩაყარეთ, ზემოდან ბოლომდე არყით აავსეთ, 10 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ, შემდეგ საღამოს 30 მლ ნაყენი 1 ჭიქა ძლიერ ჩაიში გახსენით და ღამით მცირე ყლუპებით დალიეთ. მკურნალობის კურსი – 3 დღე. ნაყენის ქილა მხოლოდ მჭიდროდ დახურულ ქილაში შეინახეთ.

ბევრს კოჟრები აწუხებს. ამ შემთხვევაშიც იასამანი დაგეხმარებათ. იასამნის მწვანე ფოთლებს დარბილებული საპონი წაუსვით, მტკივნეულ ადგილას დაიდეთ და სახვევით დააფიქსირეთ. კომპრესი ყოველდღე შეცვალეთ, სანამ მტკივნეულ შეგრძნებას სრულად არ გაიქრობთ.

იასამნის ჩაი კბილის ტკივილს აქრობს. მშრალი ან ახალი იასამნის ღეროს 3-6 ფოთლით 1 ლ წყალი დაასხით, რამდენიმე წუთით თავდახურული აადუღეთ, თბილ ტემპერატურამდე გააგრილეთ, გადაწურეთ და 5-10 წუთით პირის ღრუში გამოივლეთ.

იასამნის ყვავილების ნაყენს რევმატიზმის, მარილების დაგროვების და ქუსლის ძვლის დეზის დროს იყენებენ. გამომშრალ ყვავილებს 1:10 პროპორციით 40%-იანი სპირტი დაასხით, 8-10 დღე დააყენეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ, შემდეგ დღეში 2-3-ჯერ 30 წვეთი მიიღეთ და ამავდროულად მტკივნეულ ადგილზე ნაყენის კომპრესი გაიკეთეთ.

გაზაფხულზე ქილა იასამნის ყვავილებით აავსეთ და 40%-იანი არაყი დაასხით. 2 კვირა თბილ ადგილას დააყენეთ. რადიკულიტის დროს ნაყენი შესაზელად გამოიყენეთ, გაციების დროს კი დღეში ერთხელ 20-30 წვეთი ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით.

სახსრების ძლიერი ტკივილი. ვიმედოვნებ, ჩემი მეთოდი გამოგადგება. მე საშუალო სამედიცინო განათლება მაქვს. 1993 წლის ივნისში პენსიაზე გავედი. როგორღაც შემოდგომაზე ფეხის სახსარი ძალიან ამტკივდა. განსაკუთრებით ნაშუადღევს ტკივილი ძლიერდებოდა.

დახმარებისთვის თანამშრომელს მივმართე. მან „ფელორანის“ აბების მიღება, ასევე „ბუტადიონით, „ამიდოპირინით“ და „ინდომეტაცინით“ მკურნალობა მირჩია. სამწუხაროდ, მკურნალობა დროის მხოლოდ ამაოდ დახარჯვა იყო.

გაზაფხულს ძლივს დაველოდე. როცა იასამანი აყვავილდა, მისი ყვავილებით ხუთი სამლიტრიან ქილები ავავსე, თითოეული ზემოდან შინგამოხდილი არყით ავავსე და 21 დღე დავაყენე. ამის შემდეგ ყოველდღე, 1 წლის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ 1 ს/კ ნაყენს ჭამამდე 30 წუთით ადრე ვსვამდი. ასეთი მკურნალობის წყალობით სახსრებს შვიდი წელია არ შევუწუხებივარ. წნევაც დამირეგულირდა. 2002 წლის დასაწყისში ტკივილებმა კვლავ შემაწუხა და იასამნის ნაყენმა აღარ მიშველა, როგორც ჩანს, ორგანიზმი მას მიეჩვია.

ხალხურ მედიცინაში იასამნის ნაყენს ყურებში შუილის, ხველების, კუჭის წყლულის, დიარეას, ტუბერკულოზის, ეპილეფსიის და თირკმლებში ქვების დასაშლელად იყენებენ. აუცილებელია 1 ს/კ მშრალ, დაქუცმაცებულ ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხათ, 15-20 წუთში გადაწურეთ და დღეში 3-4-ჯერ 1 ს/კ დალიეთ, სანამ მდგომარეობის გაუმჯობესებას არ იგრძნობთ.

იმპოტენცია. აიღეთ 2 ს/კ ახალი (ან 1 მშრალი) ყვავილი და 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 30 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ. დღეში 3-ჯერ ჭიქის მესამედი, ჭამის შემდეგ დალიეთ. ნაყენი 2 დღისთვის მოამზადეთ და მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ ჭიქის მესამედ ნაყენს ცოტა მდუღარე წყალი დაუმატეთ.

ტუბერკულოზი. თანაბარი პროპორციით დაქუცმაცებული იასამნის ფოთლები და კრაზანას ბალახი აიღეთ. ქილის ორი მესამედი აავსეთ და 1 ლ არყით ბოლომდე აავსეთ. 1 კვირა დააყენეთ და გადაწურეთ. დღეში 2-ჯერ ჭამამდე 1 ს/კ დალიეთ.

ეპილეფსია. 1 ჩ/კ ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15-20 წუთით დააყენეთ, დღეში 2-3-ჯერ ნახევარი ჭიქა ან 1 ჭიქა დალიეთ.

ვარიკოზი. ქილა ბოლომდე ყვავილებით აავსეთ და არაყი დაასხით. მინიმუმ 1 თვე დააყენეთ. ღამით კომპრესები და სველსაფენები გააკეთეთ (არ შეიზილოთ!)

კუჭის პოლიპები. 2 ღერო იასამანი ყვავილებით და ფოთლებით აიღეთ და 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10-12 საათით დააყენეთ. დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ნახევარი ჭიქა დალიეთ. კურსი – 2 თვე.

უკუჩვენებები:

მედიკამენტების მიღების დროს იასამნის შიგნით მიღებისას ფრთხილად უნდა იყოთ – უცნობია, ერთმანეთთან როგორი რეაქცია ექნებათ. ცნობილია, მაგალითად, რომ იასამნის ყვავილის ნაყენი უკუჩვენებულია ამენორიას დროს – ქალებში დიდი ხნით მენსტრუაციის შეკავებისას. თირკმლების ზოგიერთი ანთებითი დაავადების დროს იასამნის მიღება შეიძლება, მაგრამ ქრონიკული თირკმლის უკმარისობის დროს მისი დანიშვნა უკუჩვენებულია. ათონური ყაბზობის დროს იასამნის მიღებას სარგებელი არ მოაქვს. უნდა გახსოვდეთ, რომ იასამნის ყვავილები დიდი რაოდენობით შხამიანი და სჯობს მისი ფოთლები ან ფესვები გამოიყენოთ.