აი, როგორ შეიძლება ცომის მომზადება მარტივად – ამ რეცეპტებისთვის მარტივი ინგრედიენტები და სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები
- 220გ ფქვილი
- 1/2 ჩ.კ. ძმარი
- 220გ კარაქი
- 100 მლ ცივი წყალი
- მარილი
მომზადება
- დაადნეთ 40გ კარაქი ორთქლზე, დაუმატეთ 220გ ფქვილი, მარილი და ძმარი. კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოათავსეთ ცომი მაგიდაზე.
- დაუმატეთ კიდევ 40გ კარაქი, გააბრტყელეთ და დაკეცეთ ცომი, სანამ კარაქი თანაბრად არ გადანაწილდება. ახლა მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ მაცივარში 10 წუთით. გაიმეორეთ იგივე კიდევ ხუთჯერ.
რეცეპტი “რჩეული ცომი”
ინგრედიენტები
- 600გ ფქვილი
- 360გ კარაქი
- 220მლ წყალი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 1 ჩ.კ. ძმარი
- ლიმონის წვენი
მომზადება
- თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ კარაქი და მოზილეთ ცომი.
- ცალკე თასში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი, ძმარი ლიმონის წვენი და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ სითხე ცომს. მოზილეთ ხელებით, სანამ რბილ, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- დაახურეთ ცომს საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში 60 წუთით.
კეფირისა და საფუარის ცომი
ინგრედიენტები
- 500გ ფქვილი
- 250მლ კეფირი
- 2 ს.კ. ზეთი
- 2/3 ჩ.კ. სოდა
- 2 ჩ.კ. შაქარი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
მომზადება
1. დასაწყისისთვის, შეათბეთ კეფირი და დაუმატეთ შაქარი, მარილი, ზეთი, მოურიეთ და გახსენით ყველა ინგრედიენტი კარგად.
2. თანდათან დაუმატეთ ფქვილი და სოდა. მოურიეთ, სანამ რბილ და ერთგვაროვან ცომს არ მიიღებთ.
3. გააბრტყელეთ ცომი და დაკეცეთ.
4. დააფინეთ პოლიეთილენის პარკი და აცადეთ ამოსუქება: დაახლოებით 40 წუთით.
თქვენ როგორ ამზადებთ ცომს? გაქვთ განსაკუთრებული რეცეპტი? გაგვიზიარეთ გამოცდილება.