ვენების ვარიკოზული გაგანიერება – პრობლემა, რომელიც იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, განსაკუთრებით კი შუახნის ასაკს გადაცილებულ ქალბატონებში. ვენების ვარიკოზი სისხლის ცუდი მიმოქცევის ნიშანია და ის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. თუ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დროულად არ ვიზრუნებთ, შეიძლება მივიდეთ სავალალო შედეგებამდეც კი.
დღევანდე სტატიაში მსურს, მოგითხროთ იმ ხალხური საშუალებების შესახებ, რომელთაც აქტიურად იყენებდნენ ჩვენი ბებიები და დიდი ბებიები ვენების ვარიკოზის სამკურნალოდ. ყველა ამ საშუალების ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული!
როგორ ვებრძოლოთ ვენების ვარიკოზს სახლის პირობებში
ეს ნატურალური საშუალებები აღგიდგენთ სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას უკვე რამდენიმე პროცედურაში.
ალოე ვერას წვენი
გამოწურეთ წვენი ალოე ვერასგან და კარგად შეიზილეთ ის სხეულის პრობლემურ მონაკვეთებში, შემდეგ შეიხვიეთ თბილად. ჩაიტარეთ პროცედურა დაძინების წინ და დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ მთელი ღამით. მეორე დილას ჩამოიბნეთ კანი გრილი წყალით. მოიქეცით ასე ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღებამდე.
ვაშლის ძმარი, სტაფილო და ალოე ვერას გელი
სამივე ინგრედიენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობით (გაზომეთ თვალით) და მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა ბლენდერის გამოყენებით. მიღებული ფაფისებრი მასა კარგად შეიზილეთ პრობლემურ მონაკვეთებზე, გაიჩერეთ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყალით. ჩაიტარეთ ეს მარტივი პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.
ნიორი
ვენების ვარიკოზის დროს ძალიან სასარგებლოა ნივრის რეგულარულად მირთმევა, რადგან ეს სწორედ ის პროდუქტია, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში. გარდა ამისა, არაჩვეულებრივი იქნება, თუ მოამზადებთ და გამოიყენებთ შემდეგ ნაყენს: რამდენიმე სუფრის კოვზ ნივრის ფაფას დაუმატეთ იმ რაოდენობით ოჯახის არაყი, რომ მასა ბოლომდე დაიფაროს და დააყოვნეთ ის ბნელ ადგილას 2 კვირის განმავლობაში. მზა ნაყენი კარგად შეიზილეთ სხეულის პრობლემურ მონაკვეთებში, შეიხვიეთ თბილად და გაიჩერეთ 20-30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ.
ზღვის მარილისა და ვაშლის ძმრის აბაზანა
მოამზადეთ სასიამოვნო აბაზანა მცირეოდენი ზღვის მარილისა და ვაშლის ძმრის დამატებით. თუ კვირაში რამდენჯერმე მაინც ამ აბაზანაში 20 წუთით მოთავსდებით, საგრძნობლად გაიუმჯობესებთ მდგომარეობას.
გინგკო ბილბოა
ეს მცენარე მდიდარია ფლავანოიდებით, რომლებიც სტიმულირებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში, რის გამოც ის არაჩვეულებრივი სშუალებაა ვენების ვარიკოზის წინააღმდეგ საბრძოლველად. მიიღეთ სპეციალური აბები ან კაფსულები, რომელთა შეძენას შეძლებთ აფთიაქებში, ყოველდღიურად.
რამდენიმე აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა:
- წამოწექით და აწიეთ ფეხები მაღლა, რათა ქვედა კიდურებიდან სისხლი გულის მიმართულებით გადაადგილდეს. დაუთმეთ ამ მარტივ პროცედურას დღეში 10 წუთი მაინც, რათა საგრძნობლად შეიმსუბუქოთ მდგომარეობა;
- ყოველ საღამოს ისეირნეთ ფეხით ან ველოსიპედით, რათა წარსულში მოიტოვოთ ისეთი უსიამოვნო პრობლემა, როგორიც ვენების ვარიკოზია;
- მაქსიმალურად მოერიდეთ ფეხების გადაჯვარედინებას, რადგან ამ დროს ფერხდება სისხლის მიმოქცევა კიდურებში;
- არ იდგეთ ფეხზე და არ იჯდეთ უმოძრაოდ ზედმეტად დიდი დროის განმავლობაში;
- თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებთ, სასწრაფოდ ეძებეთ სხვა ალტერნატივა, რადგან ეს პრეპარატები არღვევს სისხლის მიმოქცევას ჩვენს სხეულში.