თუ კვებაში მრავალი შეზღუდვის დაწესების მიუხედავად წონას ვერ იკლებთ, აუცილებლად იზრუნეთ ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებაზე.
საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ ვარჯიშისა და დიეტების დაცვის პარალელურად ჩვენი წონა და ფიგურა უცვლელი რჩება. ამ ნაკლებად სასიამოვნო მოვლენის განმაპირობებელი მიზეზი სწორედ მეტაბოლიზმის შენელება შეიძლება იყოს.
ნატურალური სასმელების დახმარებით, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, შეძლებთ ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას, რაც თავის მხრივ შეგიწყობთ ხელს წონის დაკლებაში და სხეულის პრობლემური ზონებიდან ცხიმოვანი ფენების მოშორებაში.
რეცეპტი №1
ინგრედიენტები:
- 1 ვაშლი
- 300 მლ წყალი
- ნახევარი ჩ.კ. დარიჩინი
ინსტრუქცია:
დაჭერით ვაშლი თხელ ნაჭრებად, ჩაყარეთ 300 მლ წყალში, დაუმატეთ დარიჩინი და დააყოვნეთ ცივ ადგილას 2 საათის განმავლობაში. დაყოვნებული სასმელი მიირთვით საღამოს საათებში, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
რეცეპტი №2
ინგრედიენტები:
- 200 მლ კეფირი
- ნახევარი ჩ.კ. დარიჩინი
- ნახევარი ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი
ინსტრუქცია:
შეურიეთ სამივე ინგრედიენტი ერთმანეთში და დააყოვნეთ ერთი საათით. მიღებული ულუფა გაყავით ორ ნაწილად და მიირთვით ყოველ დილა-საღამოს
რეცეპტი №3
ინგრედიენტები:
- 300 მლ მწანე ჩაი
- ნახევარი ჩ.კ. დარიჩინი
- 1 ჩ.კ. თაფლი
ინსტრუქცია:
მოხარშეთ მწვანე ჩაი. როდესაც სასმელი ოდნავ გაგრილდება, დაუმატეთ თაფლი და დარიჩინი. მიირთვით ის დღეში 2-ჯერ, სადილობამდე და ვახშმობამდე 30 წუთით ადრე.
გარდა ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებისა, ეს სასმელები მოამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.