ამ 5 მარტივი ხრიკის წყალობით, თქვენი სარეცხი მანქანა ყოველთვის იდეალურად იმუშავებს და სისუფთავისგან იბრწყინებს

49499

ახლაც კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც სარეცხის ხელით დარეცხვა გვიწევდა. ეს ნაკლებად სასიამოვნო პროცედურა საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. დღეს, როდესაც სარეცხი მანქანა თითქმის ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომია, პირადი ნივთების რეგულარულად გარეცხვა და გასუფთავება პრობლემას აღარ წარმოადგენს.

ახლად შეძენილი სარეცხი მანქანა მართლაც რომ იდეალურად მუშაობს, თუმცა დროთა განმავლობაში გარკვეული შეფერხებები და უსიამოვნო პრობლემები აუცილებლად იჩენს თავს. მაგალითად, საკმაოდ ხშირია სარეცხი მანქანის ბარაბანში უსიამოვნო სუნის წარმოქმნა, შეფერხებები წყლის გათბობაში, ელექტროენერგიის დანახარჯის ზრდა და ა.შ.

როდესაც ყველა ინსტრუქცია დეტალურად განვიხილე, დავრწმუნდი, რომ აუცილებელია რეგულარულად სარეცხი მანქანის თითოეული დეტალის გასუფთავება დაგროვებული მტვრსგან და სიბინძურისგან. ბარაბანი, გადინების ფილტრი, კარები, რეზინი კარსა და ბარაბანს შორის, სანიაღრვე ტუმბო – ყველა ეს ნაწილი რეგულარულად შესაბამისად უნდა გავწმინდოთ, რათა ჩვენმა სარეცხმა მანქანამ ყოველთვის იდეალურად იმუშაოს.

სარეცხი მანქანის სწორი მოვლა

1. კარები

რეცხვის შემდეგ სველი არა მხოლოდ გარეცხილი ნივთები, არამედ სარეცხი მანქანის კარებიც რჩება. როდესაც რეცხვის პროცესს დაასრულებთ, კარები ყოვლეთვის ღია დატოვეთ. ასე თავიდან აირიდებთ მომატებული ტენიანობის გამო ობის წარმოქმნას.

2. მანჟეტების წმენდა (რეზინი კარებსა და ბარაბანს შორის)

რეზინში, რომელიც ჰერმეტულად ხურავს სარეცხ მანქანას, ხშირად გროვდება ჭუჭყი და ობი, რის გამოც მაქსიმალურად ხშირად უნდა ვიზრუნოთ მის გაწმენდაზე. ამ დავალებას არაჩვეულებრივად გაართმევს თავს ნებისმიერი სპეიცალური გამწმენდი საშუალება ან უბრალო საჭმელი სოდა.

თუ თქვენს მანქანაში ზედმეტად დიდი რაოდნეობით ობი დაგროვდა და მას ძლიერი უსიამოვნო სუნი გაუჩნდა, მოგიწევთ ძლიერმოქმედი სარეცხი საშუალების გამოყენება. ქლორის შემცველი საყოფაცხოვრებო ქიმიის ხშირი გამოყენება არასასურველია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მანჟეტების, რეზინების დეფორმირება.

სამზარეულოს ღრუბელზე დაიტანეთ მცირეოდენი ის საშუალება, რომელზეც არჩევანს შეაჩერებთ (ეს შეიძლება იყოს როგორც მაღაზიების დახლებზე შეძენილი საყოფაცხოვრებო ქიმია, ასევე საჭმელი სოდა, რომელიც ეფექტურად ებრძვის ობსა და ჭუჭყს). შეუდექით რეზინის კარგად დამუშავებას. გაამახვილეთ მეტი ყურადღება ძნელად მისაღწევ ადგილებზე – სწორედ აქ გროვდება ყველაზე დიდი რაოდენობით ჭუჭყი და ობი. რეზინი ამოძრავეთ ძალიან ფრთხილად, რათა არ დააზიანოთ ის. როდესაც სპეციალური საშუალებით მანჟეტებსა და მეტალის იმ კორპუსს, რომელზეც დამაგრებულია ის, კარგად დაამუშავებთ, დატოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წყლით და შემდეგ კარგად გააპრიალეთ წყალში დასველებული ღრუბლით. სარეცხი მანქანის კარი დატოვეთ ღია შეშრობამდე.

3. ბარაბნის წმენდა

სარეცხი მანქანის ბარაბანში საკმაოდ ხშირად წარმოიქმნება და გროვდება მინერალური ნალექები. ჩვენ რეგულარულად უნდა ვიზრუნოთ მათ მოშორებაზე, რათა თავიდან ავირიდოთ ბარაბნის დაზიანება და შეფერხებები სარეცხი მანქანის მუშაობაში.

ასეთი ნადები უმეტესწილად მაგნიუმისა და კალციუმის მარილებისგან შედგება, რის გამოც მათზე ორგანული ან არაორგანული მჟავებით უნდა ვიმოქმედოთ. საუკეთესო ვარიანი იქნება ვაშლის ძმრის ან ლიმონმჟავის გამოყენება.

ყველაზე მარტივი გზა ლიმონმჟავის გამოყენებაა. თქვენ დაგჭირდებათ 1-დან 6 შეფუთვამდე ლიმონმჟავა. თუ ზუსტად რამდენი უნდა გამოიყენოთ, დამოკიდებულია თქვენი სარეცხი მანქანის მოცულობაზე და მისი დაბინძურების ხარისხზე.

ჩაამატეთ ლიმონმჟავა სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში და ჩართეთ სარეცხი მანქანა მაქსიმალური ტემპერატურისა და რეცხვის მაქსიმალური დროის რეჟიმზე.

4. სარეცხი საშუალებების უჯრა

გამოიღეთ უჯრა სარეცხი მანქანიდან, აუცილებლად იმოქმედეთ სარეცხი მანქანის კონკრეტული მოდელის ინსტრუქციის მიხედვით. მტვრის, ობისა და ჭუჭყის ფენები გააცალეთ მას ნებისმიერ სარეცხ საშუალებაში დასველებული ღრუბლით და შემდეგ გაავლეთ წყალში.

თუ მას ჟანგის ნადები აქვს, გამოიყენეთ ძმრისა და სოდის ნარევი. ჩაადეთ სარეცხი მანქანის უჯრა ამ ხსნარში და დატოვეთ მინიმუმ 30 წუთით, უმჯობესია რამდენიმე საათით.

5. სანიაღვრე ტუმბოს წმენდა

სანიაღვრე ტუმბოს ფილტრის დაბინძურების შედეგად, სარეცხი მანქანა ადრე თუ გვიან ვეღარ ახერხებს წყლის ჩარეცხვას, რის შედეგადაც ის მაღლა ამოდის და შემდეგ გარეთ იღვრება. საბედნიეროდ, ამ ფილტრის გაწმენდა ძალიან მარტივია.

პირველ რიგში, გახსენით წვდომა ფილტრთან. როგორც წესი, ის კორპუსის ქვედა ნაწილიში მდებარეობს. როდესაც პლასტმასის პანელს მოხსნით, სანამ ფილტრს შეეხებით მოიმარჯვეთ იატაკის ტილო და ტაშტი წყლის შესაგროვებლად.

თავსახური დაატრიალეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, მოხსენით და ამოიღეთ მთელი ჭუჭყი, მათ შორის: თმა, ბეწვი, მტვერი, ობი და ა.შ. როდესაც კარგად გაასუფთავეთ, კვლავ მოუჭირეთ თავსახური და დააყენეთ დეკორატიული პანელი თავის ადგილზე.

დაიცავით ეს მარტივი რეკომენდაციები და თქვენი სარეცხი მანქანა ყოველთვის ისე იმუშავებს, თითქოს სულ რამდენიმე დღის წინ შეგეძინოთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!