კბილის პასტა მხოლოდ პირის ღრუს მოსავლელი საშუალება როდია. 8 პრობლემა, რომლაც მისი დახმარებით გადაჭრით

1320

გსმენიათ ოდესმე კბილის პასტის ალტერნატიული გამოყენების გზების შესახებ? მისი დახმარებით შესძლებელია არა მხოლოდ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, არამედ არაერთი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა, რაზეც დღევანდელ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ.

როგორ გამოვიყენოთ კბილის პასტა? 

1. სილურჯეები

შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით კბილის პასტა და სხეულის ლოსიონი. მიღებული ნარევი წაისვით სილურჯეზე, ზემოდან დაიფინეთ რბილი ქსოვილი, გადაიხვიეთ და დაწექით. დილას ჩამოიბანეთ გრილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა სილურჯის სრულ გაქრობამდე.

2. გამონაყარი

თუ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ უსიამოვნო გამონაყარი გაგიჩნდათ, ზემოდან თხელ ფენად წაისვით კბილის პასტა და დაიტოვეთ მთელი ღამით.

3. უსიამოვნო სუნი

თუ ნივრის დაჭრის ან თევზის მომზადების შემდეგ ხელებზე უსიამოვნო სუნი დაგრჩათ, რომელსაც ვერაფრით იშორებთ, კბილის პასტა ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. კარგად წაისვით ის ხელებზე და შემდეგ ჩამოიბანეთ.

4. მწერების ნაკბენი

მწერის ნაკბენის შემდეგ ქავილის საშინელი შეგრძნება ან შეშუპება გაწუხებთ? წაისვით ზემოდან კბილის პასტა თხელ ფენად და უსიამოვნო შეგრძნებები მყისიერად გაივლის.

5. ფრჩხილები

ფრჩხილები უფრო ძლიერი და ბზინვარე რომ იყოს, რეგულარულად დაიმუშავეთ და გაიწმინდეთ ისინი კბილის პასტით. კბილის პასტა ეფექტურად აძლიერებს არა მხოლოდ კბილის ემალს, არამედ ფრჩხილის პლასტინასაც კი.

6. ვერცხლი და თითბერი

არაჩვეულებრივია კბილის პასტა ვერცხლისა და თითბერის (ლატუნის) ნივთების გასაპრიელებლად. თუ ძირფასვეულობამ პირვნადელი ბზინვარება დაკარგა, კარგად დაამუშავეთ ისინი კბილის პასტისა და ჯაგრისის გამოყენებით.

7. ნიჟარები

გააპრიალეთ ნიჟარები და ქრომირებული ზედაპირები თქვენს აბაზანაში კბილის პასტით – მას ეფექტურობით ვერცერთი დარეკლამებული საყოფაცხოვრებო ქიმია ვერ შეედრება.

8. ტყავი

რბილ ქსოვილზე წაუსვით მცირე რაოდნეობით კბილის პასტა და შეუდექით ტყავის ნივთების გაპრიალებას. გადახუნებული მონაკვეთები და პატარა ნაკაწრები ამ პროცედურის შემდეგ აუცილებლად შეინიღბება!

როგორც ხედავთ, კბილის პასტის გამოყენება არაერთი გზით შეგიძლიათ. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!