რა იწვევს გულძმარვას და როგორ დავამარცხოთ ის ხელმისაწვდომი პროდუქტით

3435

ცუდი კვება, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი, სტრესი, მოწევა, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც გულძმარვას იწვევს.

სამედიცინო პრეპარატების მიღების ნაცვლად, გირჩევთ დახმარებისათვის ისეთ ხელმისაწვდომ პროდუქტს მიმართოთ, როგორიც კომბოსტოა. თუ მას მარტივი ინსტრქუციით გამოიყენებთ, სწრაფადვე გათავისუფლდებით ამ უსიამოვნო შეგრძნებისგან.

პირველ რიგში, ზუსტად გავერკვიოთ იმ მიზეზებში, რომლებიც გულძმარვას პროვოცირებს:

  • არასწორი კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევა;
  • ისეთი პროდუქტების ხშირი მიღება, როგორიცაა: შაქარი, თეთრი ფქვილი, ზედმეტად ცხიმიანი და შემწვარი საკვები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო გაზირებული სასმელები, ძეხვეული და ა.შ.
  • ჭამთ ზედმეტად სწრაფად და საკვებს არ ღეჭავთ ბოლომდე;
  • საჭმლის მომნელებელი ფერმენტების დეფიციტი;
  • ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატის მიღება;
  • ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა: მოწევა და ალკოჰოლის სიყვარული;
  •  სტრესი და სხვა უარყოფითი ემოციები;
  • ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი;
  • დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო.

რომელი ნატურალური პროდუქტები გვეხმარება გულძმარვის წინააღმდეგ ბრძოლაში?

თუ ამ საკვებ პროდუქტებს ყოველდღიურად მიირთმევთ, შეძლებთ მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირებას და კუჭის მომატებული მჟავიანობის დამარცხებას.

  • ავოკადო;
  • კიტრი;
  • ისპანახი;
  • ბროკოლი;
  • სტაფილო;
  • კომბოსტო.

როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, სწორედ კომბოსტოა ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნატურალური პროდუქტი, რომელიც ამარცხებს გულძმარვას.

რატომ კომბოსტო?

კომბოსტოს სამკურნალო ეფექტი განპირობებულია იმით, რომ ის არეგულირებს კუჭის, ღვიძლისა და ნაწლავების მუშაობას, ანეიტრალებს მჟავა გარემოს და ახშობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთებას.

როგორ გავთავისუფლდეთ საშინელი გულძმარვისგან სახლის პირობებში?

ინგრედიენტები:

  • 300-400 გრამი კომბოსტო
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • მწიკვი დაფქული შავი წიწაკა (გემოს გაუმჯობესების მიზნით)
  • მწიკვი დაფქული კვლიავი (გემოს გაუმჯობესების მიზნით)
  • ნახევარი ჩ.კ. ზღვის ან ჰიმალაის ვარდისფერი მარილი

მომზადების წესი:

  1. დაჭერით კომბოსტო რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად.
  2. ჩაყარეთ მინის ჭურჭელში დაჭრილი ბოსტნეული, დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად ამოურიეთ.
  3. ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ სალათი 2 საათით, რათა ის მსუბუქად დამარინადდეს.

როგორ მივიღოთ? 

  1. გაყავით კერძი 2 თანაბარ ულუფად. პირველი ულუფა მიირთვით სადილის დროს, ხოლო მეორე ულუფა – ვახშმობისას.
  2. რაც შეიძლება კარგა დაღეჭეთ კომბოსტო, რათა თავიდან აირიდოთ გაზების ფორმირება. კვლიავი, რომელიც ჩვენი დღევანდელი რეცეპტის შემადგნელობაში შედის, თავიდან აგარიდებთ მეტეორიზმს.
  3. ყოველდღიურად ამ სალათის მირთმევიდან ხანმოკლე დროში გულძმარვა თქვენთვის სრულიად უცხო პრობლემა გახდება.

შედეგის მისაღებად, აუცილებლად გამორიცხეთ კვების რაციონიდან მავნე პროდუქტები, რომელთა შესახებ სტატიის დასაწყისში გესაუბრეთ.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!