ამ ხალხურ საშუალებას აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე. თუ ტკივილის განცდა მკერდის არეში, თავბრუსხვევის ხშირი შეგრძნება, მეხსიერებისა და მხედველობის დაქვეითება თქვენთვის უცხო არ არის, ჩვენი დღევანდელი რეცეპტი აუცილებლად დაგეხმარებათ.
რეკომენდებულია ამ ნარევის რეგულარულად მირთმევა შუახნის ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც ათეროსკლეროზი აწუხებთ. სისხლძარღვების კედლების გასქელებისა და სისხლის მიმოქცევის პროცესის შეფერხების დროს ეს საშუალება ძალიან გვეხმარება.
როგორ დავამარცხოთ ათეროსკლეროზი
ინგრედიენტები:
- 25 გრამი მიხაკი
- 500 მლ ოჯახის არაყი
- 500 გრამი შაქარი
- 3-4 საშუალო ზომის ლიმონი
მომზადებისა და მიღების წესი:
- ლიმონი გახეხეთ თავის კანიანად (მოაშორეთ წიპწები).
- მიღებული ფაფა მოათავსეთ მინის სამ ლიტრიან ქილაში და დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები.
- შეავსეთ ქილა პირამდე ანადუღარი თბილი წყალით და კარგად მოურიეთ.
- დააფარეთ მას თავსახური და დააყოვნეთ ბნელ ადგილას 2 კვირით.
მზა საშუალება გადაწურეთ ახალ ჭურჭელში და მიღებული სითხე შეინახეთ მაცივარში. მიირთვით ის დღეში 3-ჯერ 25 მილილიტრის ოდენობით, ჭამამდე 15 წუთით ადრე. როდესაც მომზადებული ულუფა ამოგეწურებათ, გააკეთეთ 1 კვირიანი შესვენება და შემდეგ კვლავ დაიწყეთ მისი მიღება. საერთო ჯამში 3 კურსი საკმარისი იქნება, რათა გათავისუფლდეთ ათეროსკლეროზისა და ჯანმრთელობის სხვა არაერთი პრობლემისგან.
ეს საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ხალხური საშუალებაა, რომლის ეფექტურობაც დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული.
გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. სხვადასხვა ხალხური რეცეპტების გამოყენებმდე გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.
დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ბედნიერებას!