გაუხალისეთ დღე თქვენ პატარებს ხაჭოს ორცხობილებით. მომენტი, როდესაც გემრიელი – სასარგელოცაა

1519

შემოგთავაზებთ ხაჭოს ბაზაზე მომზადებული უნაზესი ცომის რეცეპტს. ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ სხვადსახვა ფორმის  ორცხობილები და გაახაროთ თქვენი პატარები.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 150 გრ
  • ხაჭოს 200 გრ
  • ფქვილი 250 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • მწიკვი ვანილი ან რამდენიმე წვეთი ვანილის ესენცია

მომზადების წესი:

  1. ცივი კარაქი გახეხეთ, დაამატეთ შაქარი და ხაჭო.
  2. ნაწილ-ნაწილ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  3. მზა ცომს შემოახვიეთ პარკი და 2 საათით შედეთ მაცივარში. შეგიძლიათ ცომი გაამზადოთ ღამით და ლამაზ-ლამაზი,  გემრიელი ორცხობილები გამოაცხოთ დილით.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  5. ღუმელი ჩართეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.
  6. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 3 მმ სისქის ფენად. დაჭერით თქვენთვის სასურველ ფორმებად და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
  7. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი.

თუ გსურთ, თბილ ორცხობილებს მოაყარეთ შაქარი ან  დარიჩინი. გემრიელად მიირთვით!