მოგბეზრდათ ასაკობრივი ლაქების ყურება? ეს საშუალება აუცილებლად დაგეხმარებათ!

31565

კანზე ყავისფერი ლაქების წარმოქმნას იწვევს ასაკი, მზის სხივების გადაჭარბებული ზემოქმედება, გარუჯვა. ლაქები ჩნდება ხელებზე, მხრებზე, სახეზე და ისინი თანდათან  იზრდება.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი ნარევის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ პიგმენტური ლაქების გაღიავებას.

დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი: ვაშლის ძმარი და ხახვი. ორივე პროდუქტი ძალიან  სასარგებლოა კანისთვის.

ხახვის წვენი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აგარიდებთ თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას. ვაშლის ძმარი შეიცავს ალფა-ჰიდროქსის მჟავებს, რომლებიც ბუნებრივი ამქერცლავი საშუალებებია. მოცემული ინგრედიენტების კომბინაცია საუკეთესოა კანისთვის და მუქი ლაქების საწინააღმდეგოდ.

ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 100-120 მლ
  • ხახვი 1 თავი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ხახვი დაჭერით, დაასხით ძმარი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნარევი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში. ბამბის ტამპონით წაისვით ლაქებზე და გაიჩერეთ 40-45 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ხახვისა და ვაშლის ძმრის კომბინაცია გამოიყენეთ ყოველ დღე, 2-4 კვირის განმავლობაში.

მართალია, სასურველ შედეგს სწრაფად ვერ მიიღებთ, მაგრამ მოცემული საშუალება ბუნებრივია, უსაფრთხო, უმარტივესი და არ ახლავს გვერდითი მოვლენები.

გირჩევთ, მოერიდოთ მზეზე დიდხანს ყოფნას და  აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საცხი.

როგორ ებრძვით პიგმენტურ ლაქებს თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!