ნამვილი პანაცეა სახის კანისთვის. ერთი პროდუქტი ბევრი პრობლემის წინააღმდეგ

18345

ალოე – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარე სილამაზის ინდუსტრიაში, რომელიც გამდიდრებულია საკვები ელემენტებითა და სასარგებლო ნივთიერებებით. ამ მცენარის გავლენა ჩვენს კანზე შთამბეჭდავია! გადმოცემების თანახმად, დედოფალი კლეოპატრა საკუთარ აბაზანაში ყოველთვის ამატებდა ალოეს ახლადგამოწურულ წვენს.

ალოე მრავალი საუკუნეა წარმატებით გამოიყენება არა მხოლოდ კოსმეტიკური, არამედ სამკურნალო დანიშნულებითაც. მისი დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი აკნეს დამარცხება, ნაოჭების გაგლუვება, ლაქების შემცირება, გაღიზიანების მოხსნა და ა.შ.

ალოე ვერა სახის კანისთვის

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

სახეხის ან ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფისებრი მასა ალოე ვერას ფოთლებისგან. 2 ს.კ მომზადებულ მასაში ჩაამატეთ ამავე რაოდენობით რძე და 1 კვერცხის გული (უმი). კარგად გადაურიეთ და მიღებული საშუალება წაისვით სახის კანზე. 20 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით.

საშუალება აკნეს წინააღმდეგ

თქვენ დაგჭირდებათ ალოე ვერას 1 ჩ.კ ახლადგამოწურული წვენი, 1 ჩ.კ არაჟანი და კვერცხის ნახევარი გული (უმი, მოუხარშავი). თითოეული კომპონენტი გადაურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახის კანზე თხელ ფენად. როდესაც მასა ბოლომდე შეგაშრებათ კანზე, წაისვით მეორე ფენა. 30 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით.

კანის გასაწმენდი ლოსიონი

აიღეთ ნახევარი ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი, ჩაამატეთ მასში 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 2 ჩაის კოვზი ალოე ვერას წვენი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. კარგად გადაურიეთ. მიღებულ ნარევში ჩაალბეთ ბამბის დისკი და შეუდექით სახის კანის წმენდას. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ სახე წყლით.

ყინულის კუბიკები ანთების წინააღმდეგ

ალოე ვერას ახლადგამოწურული წვენი ჩაასხით ყინულის ფორმებში და შედგით საყინულეში. გაყინული წვენით დაიმუშავეთ სახის კანი ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე. ამ მარტივი პროცედურის დახმარებით თქვენ შეძლებთ კანის ანთებითი პროცესების ჩახშობას.

ნიღაბი დამსკდარი კანისთვის

აიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, ამავე რაოდენობით შვრიის ფქვილი, ალოეს წვენი და გლიცერინი. თითოეული ინგრედიენტი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. მომზადებული საშუალება წაისვით კანის პრობლემურ მონაკვეთებზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

დიახ, ალოე ვერა არაჩვეულებრივი საშუალებაა კანის გასაახალგაზრდავებლად და მცირე დეფექტების მოსაშორებლად. შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე და ხანმოკლე დროში მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!