როგორ მოვიშოროთ სტრიები სახლის პირობებში ასპირინის გამოყენებით

1911

კანი – ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანო. ორგანიზმში მიმდინარე პრაქტიკულად ყველა პროცესი პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი კანის მდგომარეობასთან. დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო, არასწორი კვება და მავნე ჩვევები – ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომელთაც უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე.

ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც აწყდება ისეთ უსიამოვნო მოვლენას, როგორიც სტრიების გაჩენაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წონა მკვეთრად მოიმატეთ და იმდენად ღრმა სტრიები გაგიჩნდათ, რომ ისინი ბზარებს უფრო წააგავს, პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით სახლის პირობებში დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ამ საშუალებით. მთავარია, დაამარცხოთ სიზარმაცე და ჩაიტაროთ შესაბამისი პროცედურები რეგულარულად.

როგორ მოვიშოროთ სტრიები

ინგრედიენტები:

  • რამდენიმე აბი ასპირინი
  • 2 ს.კ. შემთბარი ზეითუნის ზეთი

ინსტრუქცია:

  1. ასპირინის 2 ან 3 აბი კარგად დაფქვით და დაუმატეთ ძალიან მცირე რაოდენობით წყალი (უნდა მიიღოთ ფაფისებრი მასა).
  2. დაფქული ასპირინისა და წყლის ნარევს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი წყლის აბაზანაზე შემთბარი ზეითუნის ზეთი, კარგად გადაურიეთ.

საღამოს, დაძინების წინ კარგად დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური მონაკვეთები ამ საშუალებით და დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით.

გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეგამოშვებით, ყოველ მეორე დღეს, რათა სასურველი შედეგები მალევე იხილოთ.

სტრიების წინააღმდეგ ბრძოლის დროს აუცილებელია რეგულარულად საკუთარი თავის ფიზიკურად დატვირთვა, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა მთელ სხეულში. ასე კიდევ უფრო დააჩქარებთ სასურველ შედეგს!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!