შემოგთავაზებთ თმის სამკურნალო ნიღბის რეცეპტს. ნიღაბი შეგიჩერებთ თმის ცვენას, ასტიმულირებს ახალი თმის ამოსვლას და მატებს თმას მოცულობას.
ნიღბის შემდეგ არ არის საჭირო შამპუნის გამოყენება, უბრალოდ თმა ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
შამპუნის შემადგენლობაში არ შედის ზეთოვანი კონპონენტები, ამიტომ ნიღაბი შეესაბამება ცხიმიან თმასაც.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ალაო (გაღივებული, გამშრალი და დაფქული ქერი) 1 ს. კ.
- ცხელი წყალი 3 ს. კ.
- ნიკოტინის მჟავა 1 ამპულა ან 3 აბი
მომზადების წესი:
- ალაოს დაასხით ცხელი წყალი (ადუღებული არ უნდა იყოს) და გააჩერეთ 5-7 წუთი.
- გაღივებულ ალაოს დაამატეთ ნიკოტინის მჟავა 1 ამპულა. თუ აბებს იყენებთ, წმინდად დაფშხვენით, დაასხით 1 ს. კ. ცივი წყალი, მოურიეთ, გააჩერეთ 5-7 წუთი და შემდეგ შეურიეთ ალაოს.
- ნიღაბი დაიტანეთ თავის კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ადგილებს, სადაც თმა შეთხელებულია. შემდეგ ნიღაბი გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ 30-40 წუთი. ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი გაიკეთეთ სასურველი შედეგის მიღებამდე კვირაში 2-ჯერ.