მოკლე ვადაში გაიწმენდთ სისხლს და გაიუმჯობესებთ მის მიმოქცევას. მარტივი რეცეპტი სწრაფი ეფექტით

1225

სისხლის მიმოქცევის პროცესის დარღვევა და შეფერხება იშვიათობაას ნამდვილად არ წარმოადგენს, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.

ეს პრობლემა საფუძვლად  ჩაეყაროს არაერთი საკმაოდ სერიოზული დაავადების განვითარებას, რადგან როდესაც სისხლის მიმოქცევა შეფერხებულია, ჩვენს შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებს ჟანგბადი და სხვა მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებები სათანადო რეჟიმში აღარ მიეწოდება.

ასაკი, არასწორი კვება, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი, მოწევა, ალკოჰოლის სიყვარული – ძირითადი ფაქტორები, რომლებიც სისხლის მიმოქცევის დარღვევას პროვოცირებს.

თუ კიდურების ხშირი დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, ქრონიკული დაღლილობა, ხშირი თავბრუსხვევა, თმის ცვენა, კანის გამოშრობა, თავის ხშირი ტკივილი, გულის ცემის რიტმის დარღვევა ან ხშირი შეშუპება გაწუხებთ, აუცილებლად იზრუნეთ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პროცესის გაუმჯობესებაზე. როგორც კი ამ დავალებას თავს გაართმევთ, ჩამოთვლილი უსიამოვნო ნიშნები და სიმპტომები აღარ შეგაწუხებთ.

როგორც უკვე ვახსენეთ, სისხლის ნორმალური მიმოქცევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ პროცესის დარღვევამ შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდეც კი.

როგორ გავიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა სახლის პირობებში?

თქვენ აუცილებლად უნდა გადახვიდეთ ჯანსაღ კვებაზე და დაკავდეთ სპორტის სასურველი სახეობით, ან ყოველ საღამოს ისეირნოთ სუფთა ჰაერზე ფეხითა და ველოსიპედით. ცურვა, მსუბუქი ტანვარჯიში, დილის გამახურებელი ვარჯიშები, გაწელვები – ყოველივე ეს ძალიან შეგიწყობთ ხელს სისხლის მიმოქცევის პროცესის გაუმჯობესებაში.

გარდა ამ რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისა, რეგულარულად მიიღეთ საშინაო სასმელი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ. ეს ნატურალური საშუალება მინიმლურ ვადაში გაგათავისუფლებთ ამ პრობლემისგან და მისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო ნიშებისა და სიმპტომებისგან.

ინგრედიენტები: 

  • 30 გრამი კურკუმის ფხვნილი
  • 2,5 გრამი დაფქული წიწაკა
  • 125 მლ წყალი

ინსტრუქცია:

სამივე ინგრედიენტი გააერთიანეთ პატარა ჭურჭელში და შეათბეთ ცეცხლზე ან ორთქლის აბაზანაზე მუდმივი მორევის პირობებში. როდესაც ინგრედიენტები ბოლომდე გაიხსნება და მიიღებთ ერთგვაროვან პასტისებრ მასას, გადაიტანეთ ის მინის პატარა ქილაში და გაგრილების შემდეგ შეინახეთ მაცივარში.

მიღებული სამკურნალო პასტა დაამატეთ ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ რძეში 1 ან 2 ჩაის კოვზის ოდენობით. მიირთვით ეს სასმელი საღამოს საათებში, დაძინების წინ.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – მომზადებული ნაზავის ამოწურვამდე. ერთი კურსის ჩატრების შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ რამდენიმე კვირიანი შესვენება.

ამ სამკურნალო საშუალების მიღებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ. გარდა სისხლის მიმოქცევის პროცესის გაუმჯობესებისა, ეს ნატურალური სასმელი მოგცემთ კიდევ არაერთ უპირატესობას:

  • შეამცირებს ყელის ტკივილს;
  • თავიდან აგარიდებთ კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას;
  • დაგიცავთ ალცჰეიმერის განვითარებისგან;
  • დაიცავს კუჭის ლორწოვან გარსს და გაანადგურებს ბაქტერიებს, რომლებიც პასუხისმგებელია წყლულების განვითარებაზე;
  • გაწმენდს სისხლს;
  • გააძლიერებს იმუნიტეტს;
  • გაანადგურებს მავნე ბაქტერიებსა და ვირუსებს.

როგორც ხედავთ, ეს ნატურალური სასმელი მართლაც ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისა და ჯანმრთელობისთვის. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფომაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!