აბზინდა ბოლომდე გაანადგურებს პარაზიტებს, ინფექციებსა და მავნე მიკოორგანიზმებს. მიიღეთ ის მარტივი სქემის მიხედვით

2342

აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელსაც ძალიან ხშირად ვხვდებით ხალხური მედიცინის რეცეპტებში. მისი ასეთი პოპულარობა ამ მცენარისათვის დამახასიათებელი სასარგებლო და სამკურნალო თვისებების ფართე სპექტრითაა განპირობებული.

ჩირქოვანი ინფექციები, ინსომია (უძილობა), ნერვული დაავადებები, გაცხიმოვნება, ჭარბი წონა – მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელთაც მხოლოდ აბზინდის დახმარებით გაუმკლავდებით.

მკურნალობის სრული კურსის ჩატარების შემდეგ წარსულში მოიტოვებთ ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. საკმაოდ ხშირად იყენებენ აბზინდას გინეკოლოგიური დაავადებების, პროსტატიტის, კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და თირკმელების დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

როგორ გავიწმინდოთ მთელი სხეული აბზინდით

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებისა და არაერთი სერიოზული დაავადების პროფილაქტიკისა, თუ აბზინდას მარტივი ინსტრუქციის მიხედვით მიიღებთ, შეძლებთ სხეულში ყველა მავნე მიკროორგანიზმის განადგურებას, მათ შორის: ტრიქომანდები, ქლამიდია, ჰერპესი, კანდიდა, ექინოკოკური ინფექციები და ა.შ.

პირველი 3 დღის განმავლობაში, ყოველ 2-3 საათში ერთხელ უნდა მიირთვათ მწიკვი გამომშრალი და დაფქული აბზინდა. როდესაც მცენარე პირის ღრუში მოხვდება და ნერწყვით კარგად გაიჟღინთება, გადაყლაპეთ ის და დააყოლეთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი.

მომდევნო 4 დღის განმავლობაში მწიკვ აბზინდას ვიღებთ დღეში მაქსიმუმ 5-ჯერ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 1 თვიანი შესვენების გაკეთება.

ასე თქვენ მარტივად გაანადგურებთ სხეულში ბინადარ ჭიებსა და პარაზიტებს, დაიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და თავიდან აირიდებთ ახალწარმონაქმნების განვითარებასაც კი.

როგორც ხედევათ, აბზინდის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე მართლაც რომ ფასდაუდებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!