შავი ტომრებისგან 2 დღეში კვალიც არ დარჩება. რამდენიმე ძალიან ეფექტური საშინაო საშუალება

3933

შავი ტომრების გაჩენა თვალების ქვემოთ – საკმაოდ გავრცელებული კოსმეტიკური პრობლემა, რომელსაც დროთა განმავლობაში აბსოლუტურად ყველა ქალბატონი ვაწყდებით. ეს უსიამოვნო მოვლენა გვიქმნის ძალიან დიდ დისკომფორტს და უარყოფითად მოქმედებს ჩვენს თვითშეფასებაზე.

როგორ ვებრძოლოთ პრობლემას სახლის პირობებში, ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქტების გამოყენებისა და სპეციალური პროცედურების ჩატარების გარეშე? მოცემულ პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით რამდენიმე ნატურალური საშინაო საშუალებით, რომელთა შესახებ დღევანდელ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.

როგორ მოვიშოროთ შავი ტომრები

1. E ვიტამინი, ალოე ვერა, ნუშის ზეთი

ინგრედიენტები: 

  • 1 ჩ.კ. ალოე ვერას გელი
  • 2 კაფსულა E ვიტამინი
  • 1 ჩ.კ. ნუშის ზეთი

ინსტრუქცია:

პატარა ზომის ჭურჭელში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში (უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა). საღამოს საათებში, დაძინების წინ წაისვით მზა მასა თვალების გარშემო და დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით. უკვე მე-2 პროცედურის შემდეგ შავი ტომრები ნაკლებად შესამჩნევი გახდება. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს პრობლემის სრულ გაქრობამდე.

2. კიტრი – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშინაო საშუალება!

მოცემულ ბოსტნეულს მართლაც რომ ძალიან დადებითი გავლენა აქვს კანის საფარზე. კიტრი არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს, რაც შავი ტომრების სწრაფად და მარტივად მოშორებაში გვიწყობს ხელს. უბრალოდ დაჭერით ის თხელ რგოლებად და დაიფინეთ ორივე თვალზე 15-20 წუთით. ასე სწრაფადვე მოიხსნით შეშუპებას და შავ ტომრებს ნაკლებად შესამჩნევს გახდით. თუ პროცედურას დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაიტარებთ, ძალიან მალე პრობლემისგან საბოლოოდ გათავისუფლდებით.

3. ჩაის ბალიში

კოფეინი, კატეჰინი და ანტიასაკობრივი ელემენტები, რომელთაც ჩაი შიეცავს, განაპირობებს სისხლძარღვების შეკუმშვას და შეშუპების მოხსნას, რაც შავი ტომრებისგან გათავისუფლებაში გვხემარება. ჩაის გუკვე გამოყენებული ბალიში შეუშვირეთ ცივ წყალს სულ რამდენიმე წამით და შემდეგ დაიფინეთ ორივე თვალზე 15 წუთით. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება.

4. კარტოფილის წვენი

კარტოფილის წვენი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შეშუპებისა და შავი ტომრების მოსაშორებლად. უბრალოდ კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ კანისგან საშუალო ზომის კარტოფილი, შემდეგ გახეხეთ წვრილ სახეხზე და რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით ბოლომდე გამოწურეთ წვენი. წისვით ის ტომრებზე, იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით 2-3 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ შვი ტომრები ნაკლებად შესამჩნევი გახდება, რამდენიმე პროცედურაში კი – ბოლომდე გაქრება.

ოთხივე საშინაო მეთოდი მართლაც ძალიან ეფექტურია, რაც დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!